თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თქმით, მისი უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტი საბრძოლო წვრთნები და განათლებაა. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე უმცროს ოფიცერთა სკოლის გამოშვების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოაზროვნე არმია ჰყავდეს.
"ამაზე ღირსეული საქმე არ არსებობს, გერქვას ქართული ჯარის შეიარაღებული ძალების ოფიცერი და ღირსეულად ატარებდე მუნდირს. ჩვენთვის მთავარია, მოაზროვნე არმია. განათლება, საბრძოლო წვრთნები არის თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტი", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისი თქმით, დღეს შეიარაღებულ ძალებს შეემატა ოფიცერთა ახალი კორპუსი, რომელიც კარგად არის მომზადებული.
"ვიცი, რომ ქვედანაყოფები, რომელსაც ისინი წარუძღვებიან, იქნება ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი", - განაცხადა ალასანიამ.
თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე 98-მა კურსდამთავრებულმა დღეს ფიცი დადო.მასალის გამოყენების პირობები






