ევროკავშირის წევრობა ბიძინასეულ ოცნებად დარჩება, თუ ხელშეკრულების სტანდარტებს ყურადღებას არ მივაქცევთ - თარგამაძე
პოლიტიკა - 21:53, 30 Jun, 2014     2144

პრაქტიკულად, ხელისუფლებამ ხელი მოაწერა თუ არა ასოცირების ხელშეკულებას მაშინვე "ფეხებზე დაიკიდა" თუ რა წერია შიგნით, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ დღეს, პარტიის მიერ მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

თარგამაძემ „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ თუ საქართველო ხელშეკრულების სტანდარტებს არ მიაქცევს ყურადღებას, ევროკავშირის წევრობა ბიძინასეულ ოცნებად დარჩება.

„შეუძლებელი იყო ჩვენ არ მოგვეხდინა რეგირება იმაზე, რომ როდესაც ხელიუსფლებამ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკულებას, პრაქტიკულად მაშინვე ფეხებზე დაიკიდა თუ რა წერია შიგნით და იმის საწინააღმდეგო ქმედება მეორე დღესვე დაიწყო, რასაც მოითხოვს ამ ასოცირების ხელშეკულების პირობები. რეალურად ასოცირება მართლაც გზის დასაწყისია და გულისხმობს თავისთავში გარკვეული, საკმაოდ მკაცრი სტანდარტის მიღწევას, იმისათვის, რომ ქვეყანამ შეძლოს უკვე ევროკავშირის წევრობა, თუ ჩვენ პირველივე დღიდან ამ სტანდარტს არ მივაქცევთ ყურდღებას მაშინ ბუნებრივია დარჩება ისეთივე ბიძინასეულ ოცნებად ევროკავშირის წევრობა ჩვენი ქვეყნის მოაქალაქეებისთვის და ამას ჩვენ არ დავუშვებთ, ჩვენ თითოეულ ნაბიჯს გავუკონტროლებთ ამ ხელისუფლებას, იმისათვის, რომ მათ სწორი გზით მიიყვანონ ქვეყანა ევროკავშირის წევრობამდე, თუ ისინი ამ გზაზე უარს იტყვიან, მაშინ დატოვებენ ხელისუფლებას“,- განაცხადა გივი თარგამაძემ.

თარგამაძე გიგი უგულავას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მთავრობის მიერ მოხდა იმ მორატორიუმის დარღვევა, რომელიც ტავადვე დააწესა.

„როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე რომ ეს არ არის მორატორიუმის დარღვევა. იტყუება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც, როდესაც იძახის, რომ აქვს გიგი უგულავას ქვეყნიდან გაუსვლელობის რაიმე ვალდებულება, არ არსებობს ეგეთი ვალდებულება, ის რომ მის მიმართ სხვა სისხლის სამსართლის საქმები არსებობს ეს არ გულისხმობს ქვეყნიდან გაუსველელობის ვალდებულებას, ამიტომ დღეს დაკითხვის მიზეზი, რომელიც გაახმოვანა იუსტიციის მინისტრმა წულულკიანმა არის ყურით მოთრეული.

ალბათ მიზეზი ერთი არის ის რომ ეს არის მეწვრილმანე ხალხი და უბრალოდ ნერვებზე თამაშია და მეორე დარწმუნებული ვარ ამაში რა თქმა უდნა, ეს იყო რეგიონთა ასამბლეაზე მოსალოდნელი უგულავას გამოსვლა, სადაც განიხილება სწორედ მიმდინარე არჩევნების დარღვევები და ამის დაბრკოლებაც იყო ერთ-ერთი მიზანი“,- აღნიშნა გივი თარგამაძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში.

გივი თარგამაძე როგორ ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მეზობლად ცხოვრობს.

„გულახდილად შემიძლიათ გითხრათ, რომ რასაც მე ყოველდღე ვუყურებ ეს არ არის ნორმალური, ეს განდიდების მანიის გარდა, რაღაც მანიაკალური სინდრომიც არის, ალბათ დევნის, იმიტომ რომ ის როგორც იქცევიან, ის როგორც ბავშვებს გადაადგილებებნ, ეს ქუჩის გადაკეტვები, დაცვის ეს რაოდენობა, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანი ფსიქიურად ნორმალური არ არის, ჩემი აზრით განდიდების მანია სახეზეა, მაგრამ გარდა ამისა არის პათოლოგიურად მშიშარა. გარწმუნებთ, რომ მთელი ქუჩა, სადაც ალბათ უმეტესობა მაინც „ქართული ოცნების“ მომხრეები ცხოვრებენ უბრალოდ გამოიყვანა მთლიანად წყობიდან, როდესაც ადამიანს, არ შეუძლია ნორმალურად, სხვების გვერდით საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრება და არის ასეთ თანამდებობზე, მაშინ შეუძლია იცხოვროს სადმე რეზიდენციაში, ან წყნეთში, იმიტომ რომ ეს მთელს ქუჩაზე სრულიად არანორმალურ მდგომარეობას ქმნის“,- ამბობს თარგამაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42