„ჩვენ ორი დღის წინ ვიზეიმეთ ქართულ საზოგადოებასთან ერთად ,საქართველოს მხრიდან ევროპისკენ წინგადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ ამ ზეიმთან ერთად ყველას კარგად გვესმის, რომ ეს მისია დასრულებული არ არის და ეს მხოლოდ ერთი ნაბიჯია და ეს ბრძოლა უნდა გავგრძელოთ და მეორე სამწუხაროდ ჩვენმა მთავრობამ ვერ მოითმინა და სწრაფადვე შეგვახსენა, მთავრი გამოწვევა, რაც ქვეყნის შიგნით გვაქვს, გვყავს მთავრობა, რომელსაც არ აქვს არანაირი ხედვა საკუთარი, რომელიც არის უნიათო, არ იცის როგორ უნდა იმუშაოს, რა უნდა გააკეთოს. ერთადერთი, რაც აწუხებს და რისკენაც მთელი სახელმწიფო აპარატი არის მომართული, ეს არის ოპონენტების დევნა და მათი არაადეკვატური გადმოსახედიდან მართლაც აქვთ საფუძველი, ამ არჩევნებმა მათ მისცა პანიკის სრული საფუძველი, იმიტომ რომ ყველამ ვნახეთ რა ტენდენციასთან გაქვს საქმე, მე ვარ დარწმუნებული, რომ არჩვენების მეორე ტურში, და შემდეგ არჩვენებში ეს ტენდენცია გაგრძელდება და ჩვენ მათ აუცილებლად დავამარცხებთ, სამწუხაროა უბარლოდ ის, რომ ეს დრო იკარგება ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ქმედებებით ისინი ზიანს აყენებენ ქვეყნის ინტერესებს და დემოკრატიას, თორემ ვერც უგულავას და ვერც სხვას ისინი ამ ნაბიჯებით და ამ პოლიტიკური რეპრესიებით ვერ გააჩერებენ და ვერ გააჩუმებენ“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ბოკერიამ გიგი უგულავას პასუხისგებაში მიცემაზეც ისაუბრა, თუმცა წინასაწრი პროგნოზებისგან თავიშეიკავა და აღნიშნა, რომ საქმე ცალკეულ პროვნებებში კი არა, აქ პრობლემა მთავრობაშია.
„მე ვერ გეტყვით მას დაკავებენ თუ არა და პროგნოზები როგორი იქნება, გიგი არის ჩემი მეგობარი და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, მაგრამ აქ საქმე ცალკეულ პიროვნებებში არ არის საქმე, ვის როდის დააკავებენ, ან არ დააკავებენ, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ გვყავს მთავრობა, რომელიც მხოლოდ ამაზე ფიქრობს და სხვა არაფერის კეთების უნარი არ გააჩნია. ეს არის მთავარი პრობლემა და ეს უნდა შევცვალოთ და მას აუცილებლად შევცვლით“,- განაცხადა გიგა ბოკერიმა.
„ნიუპოსტთან“ საუბარში გიგა ბოკერიამ იმ მორატორიუმის შესახებაც ისაბურა, რომელიც მთავრობამ გამოაცხადა, რაც გულისხმობდა იმას, რომ დაკითხვებზე დაბარებები არჩევნების დამთავრებამდე შეწყვეტილიყო.
„ბუნებრივია დაარღვია, ეს მორატორიუმიც ფაქტობრივად არანორმალური ვითარების გამო შემოთავაზებული რამ იყო მთავრობის მიერ, მორატირუმი გაჩნდა იმიტომ, რომ იჭერედნენ ჩვენს კანდიდატებს, ციხეში სვამდნენ, დღესაც ჩვენი კადიდანტები სხედან ციხეში, ერთ-ერთი მათგანი მეორე ტურშია უკვე, ხონის კანდიდატი, ცაგერის კანდიატი ნინუაც ციხეშია და დუშეთის კანდიდატიც ციხეშია წინასწარ პატიმრობაში, შეთითხნილი ბრალდებებით, პროცედურულ დარღვევებზე წლების წინ და ჩვენს მომხრეებს ატარებდნენ ათასობით დაკითხვებზე. მერე მოიგონეს მორატორიუმი და ვერ მოითმინეს არჩევნების დამთავრებამდე და პირიქით ანერვიულდნენ პირველი ტურის შემდეგ და პირველივე ასეთი ნერვიული, ისტერიული ნაბიჯი გადაგეს, საარჩევნო შტაბის ხელძღვანელ გიგი უგულავასთან დაკავშირებით“,- აღნიშნა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






