„თუ ევროპასთან ასოცირების ხელშეკულებაზე ხელმოწერა ივანიშვილს და ღარიბაშვილს ესმის როგორც მწვანე შუქი, რომ „გააკეთე რაც გინდა“ ეს ნამდვილად ასე არ არის და ამის გამო უბრალოდ ქვეყანა დაზიანდება, ამიტომ დღევანდელი აქცია სწორედ ეძღვნება იმას, რომ ჩვენ გიგი უგულავას გამო კი არ ვართ აქ, უბრალოდ იმისთვის ვართ, რომ სიგნალი მივცეთ მთავრობას ესე თუ გააგრძელებს, ამით ზიანს მიაყენებს მთელს ქვეყანას“,- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ჭიაბერაშვილი „ნიუპოსტთან“ საუბარში გიგი უგულავას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასაც გამოეხმაურა.
„როდესაც ხელისუფლებამ დაკითხვაზე დაიბარა მიხეილ სააკაშვილი... თუ გავიხსენებთ რა განცხადება გააკეთა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა - პირდაპირ თქვა, რომ ეჭვს ბადებს, ერთბაშად ათ საქმეზე დაკითხვაზე დაბარებით, ასევე ეჭვს ბადებს, აბსოლუტურად რაც გაუკეთებია გიგი უგულავას, ყველაფერზე საქმის აღძვრა, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ისე კი არ ხდება რომ რაღაც დანაშაულია და გამოძიება ტარდება და მერე უცბად აღმოჩნდა, რომ ვიღაც ადამიანი გიგი უგულავა ყოფილა თურმე ამაში დამანაშვე.. არა! ბიძინა ივანიშვილმა დაანონსა, რომ გიგი უგულავას დავიჭერ, ღარიბაშვილმა გაიმეორა და ახლა ხდება პოსტფაქტუმ საქმეების შეკერვა, სადაც აუცილებლად უნდა გამოიკვეთოს გიგი უგულავას ბრალეულობა, ეს არის კლასიკური პოლიტიკური დევნა“,- აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
ჭიაბერაშვილმა ის მორატორიუმიც გაიხსენა, რომელიც მთავრობამ გამოაცხადა, რაც გულისხმობდა იმას, რომ დაკითხვებზე დაბარებები არჩევნების დამთავრებამდე შეწყვეტილიყო.
ჭიაბრაშვილი თვლის, რომ აღნიშნულ მორატორიუმს არც უმუშავია და მისივე თქმით, ამის კლასიკური მაგალითი არის ხონი.
„როდესაც გამოაცხადეს მორატორიუმი, ხონში ჩვენი კანდიდატი ზურაბ ჯიბუხაია უკვე იმყოფებოდა საპატიმორში და მორატორიუმის შემდეგ პროკურატურა შევიდა წინასწარი პატიმრობის გაგრძელების მოთხოვნით, რაც პირდაპირ იყო მითითება, რომ მორატორიუმი არაფრად არ გვინდა, სხვათაშორის ხონში პროცენტული შედეგი არის ასეთი: 47% აქვს „ქართული ოცნების“ კანდიდატს და ჩვენს კანდიდატს 42%, რომელიც ციხეშია, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მისთვის საშუალება, რომ მიეცათ კამპანია ჩაეტარებინა, შეიძლება ჩვენ პირველივე ტურში გაგვემარჯვებინა, ამიტომ მორატორიუმს არ უმოქმედია, წულუკიანის კომისია იმთავითვე იყო უმოქმედო, ამიტომ ის რომ დღეს გიგი უგულავასთან მიმართებაშიც დაარღვიეს მორატოირმი, ეს არაფერ სიახლეს არ წარმოადგენს და არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ მორატორიუმს იცავენ და დღეს დაარღიეს, წულუკიანის უწყებათშორისო კომისია იყო თავიდანვე ფარატინა ფურცელზე დაწერი“,- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






