,,მე მინდა ქვეყანა, სადაც უკეთესად იცხოვრებენ ჩვენი მოქალაქეები, მე მინდა ქვეყანა, სადაც ერთმანეთს შევეჯიბრებით არა ერთმანეთის ლანძღვაში, არა ქვეყნის ნგრევაში, არამედ იმაში თუ ვინ უკეთ ააშენებს ქვეყანას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
"ევროპასთან დაახლოებას სწორედ ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი. ამიტომ ჩვენ გვსურს ნორმალურ, დამშვიდებულ ქვეყანაში ცხოვრება. არ უნდა ხდებოდეს ჩვენი მხარდამჭერების დაკითხვაზე ყოველდღიურად ტარება. მთავრობა მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტით უნდა იყოს დაკავებული და არა "ნაციონალური მოძრაობის" დევნით. მოსახლეობის 60 პროცენტი როდესაც არ მოდის არჩევნებზე, ხელისუფლება ვალდებულია მათ ხმას მოუსმინოს, ეს სწორედ ხალხის ხმაა, ეს ხმა მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს არ მოსწონთ მათი დაპირებები, მათი გაკეთებული საქმეები, ხელისუფლებამ კი ხალხის ხმა უნდა გაიგოს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






