ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დატოვების შემდეგ თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულმა მერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბრალდებას, რომელეც წაუყენეს, „პოლიტიკურად მკვდარი ნარმანიას გადარჩენის მცდელობა“ ჰქვია:
"ამ ბრალდებას ჰქვია პოლიტიკურად მკვდარი ნარმანიას გადარჩენის მცდელობა. ამას სრულიად გადაუჭარბებლად ვამბობ. ჯერ საქმის ბრალდება არ გადმოუციათ, აბსოლუტურად მოუმზადებლები არიან და თვითონვე არ იციან არა უნდათ.
ეს არის იმდენად ყურით მოთრეული და უაზრო ბრალდება, რომ კომენტარსაც ვერ გავაკეთებ. რაღაც შტრიხკოდებზე მსჯელობენ, რომლებზეც მე საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს. ამით არ ვამბობ იმას, რომ სხვა ვინმეს აქვს წარმოდგენა და სხვა ვინმე არის დამნაშავე. არავინ ამ საქმეში დამნაშავე არ არის და არავის არ ჩაუდენია დანაშაული. ეს არის ცვედანის და იდიოტის მიერ წარმოებული პაირკამპანია დავით ნარმანიას სასარგებლოდ", – განაცხადა გიგი უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






