ჩემს საქმეში ბრალდების მთავარი მოწმე კობა ბექაურია - გიგი უგულავა
პოლიტიკა - 15:40, 30 Jun, 2014     1814
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გამოსული გიგი უგულავა გამოძიების ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და ბრალდების მთავარ მოწმედ კობა ბექაურს ასახელებს.

"ბრალდება არის აბსურდული და მთავარი მოწმე ამ ბრალდებაში არის კობა ბექაური. როცა ეს გავიგე, ხუთი წუთი ვფიქრობდი, თუ საერთოდ რა კავშირშია ის ამ საქმესთან. აქედან გამომდინარე, საქართველოში სელექციური მართლმსაჯულება კი არ არის, საქართველში ცინიკური მართლმსაჯულებაა და ეს მოდის ერთადერთი ადამიანისგან, მისი სახელია ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა გიგი უგულავამ და აღნიშნა, რომ მის ადვოკატებს არ მისცეს ბექაურის ჩვენება.

"როგორც წესი, ტომებს გადმოგვცემენ ხოლმე, მაგრამ გვითხრეს, რომ საქმის მასალები ჯეროვნად არ არის. ადვოკატის მოთხოვნაზე, რომ ბექაურის ნაწილი მოეცათ, უპასუხეს, რომ ის საქმეში იქნება, ხუთი წუთი სჭირდებოდა ბექაურის ჩვენება რომ მოეცათ, თუმცა არ მოუციათ. როგორც ჩანს, ეს არის შაბლონური ჩვენება. თუმცა, მეც დიდი სიამტკბილობით წავიკითხავდი მის ჩვენებას", - განაცხადა გიგი უგულავამ.

თბილსის ყოფილი მერი გიგი უგულავა სამხურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

საქმე ეხება სიტი პარკსა და თბილისის მერიას შორის 2007 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას.

"თბილისის მერმა გიგი უგულავამ ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით კანონთან შეუსაბამო ბრძანების საფუძველზე სიტი პარკისთვის დამატებითი შეღავათების დაწესებით კომპანიის სასარგებლოდ მთლიანობაში გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა: 1 086 718 ლარი. საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს", - განაცხადეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42