"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" შემდეგ არჩევნებზე მწარე მარცხს განიცდის:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ შემდეგ არჩევნებზე მარცხს განიცდის.
"სამწუხაროდ, ეს ფაქტი არ ყოფილა მოულოდნელი, ეს არის უნიათო, არაფრის გამკეთებელი, არაკომპეტენტური ხელისუფლების მხრიდან იგივე ხაზის გაგრძელება – პოლიტიკურ დევნაზე აქცენტის გაკეთება, როდესაც სხვა ვერაფერს აკეთებ, პირველ რიგში კი იმას, რისთვისაც ისინი აირჩიეს. ეს არაფერს კარგს არ მოუტანს, ძალიან ცუდად მოუტრიალდებათ, მაგრამ როგორც მრავალჯერ გვითქვამს, ამ პროცესში ისინი აზიანებენ ქვეყანას, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, როგორც შეეფერება დემოკრატიულ ოპოზიციას და დარწმუნებული ვარ, მითუმეტეს, ამ არჩევნების შედეგების შემხედვარე, რომ შემდეგ არჩევნებზე ისინი მწარე მარცხს განიცდიან, და სწორედ ეს არის, რაც მათ ყველაზე მეტად აღელვებთ და მათ უფროსს, ოლიგარქ ივანიშვილს.
მორატორიუმის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ სანამ საარჩევნო კამპანია მიდის, იმ ტიპის საქმეებზე, რომლებიც მყისიერ საფრთხეს არ უქმნის საზოგადოებას და ძალადობრივი დანაშაული არ ხდება, არავის დაკითხვა არ უნდა მომხდარიყო, რომ პროცესს ხელი არ შეეშალოს. ამაზე იყო საუბარი, დაიჭირეს ჩვენი რამდენიმე კანდიდატი, წინასწარ პატიმრობაშია იმ ტიპის ვითომ დანაშაულზე, რომლისთვისაც, მათივე განცხადებით, აღმკვეთი ღონისძიება საერთოდ არ უნდა ყოფილიყო
ასე, რომ პატარა შეთანხმებაც კი დაარღვიეს, რაც არ გვიკვირს. მათი პანიკა გასაგებია, ამ არჩევნების შედეგების შემდეგ, მაგრამ ისევე როგორც ყველაფერი სხვა, არის არაადეკვატურად გამოხატული", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






