მთავრობამ დაკითხვაზე დაბარების შეწყვეტის მორატორიუმი დაარღვია - ჯაფარიძე
პოლიტიკა - 14:46, 30 Jun, 2014     1272

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ მთავრობამ თავისივე დადგენილი მორატორიუმი დაარღვია, რომელიც არჩევნების დამთავრებამდე დაკითხვეაზე დაბარებების შეწყვეტას ითვალისწინებდა.

“გიგი უგულავა მიემგზავრებოდა, მას ჰქონდა საქმიანი ვიზიტი, ევროსაბჭოს ეგიდით იმართება სპეციალური სხდომა, რომელიც ეძღვნება ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებს. გიგი უგულავა უნდა ყოფილიყო დელეგაციის ხელმძღვანელი, ამიტომ ჩვენ განვიხილავთ ამ დაბარებას, როგორც ხელის შეშლის მცდელობას, რომ ეს ვიზიტი არ შედგეს ერთის მხრივ, ხოლო მეორეს მხრივ ცხადია ეს არის ზეწოლის გაგრძელება, მოგეხსენებათ გიგი უგულავა არის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი და ჩვენ ვართ ინტენსიურ მზადებაში მეორე ტურისთვის.

ძალიან ცალსახაა, რომ დაირღვა ეს მორატორიუმი, რომელიც თვითონ გამოცხადა მთავრობამ, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ დაკითხვებზე დაბარებები შეწყვეტილიყო არჩევნების დამთავრებამდე, არჩევნები ჯერ არ არის დამთავრებულია, ამიტომ ჩვენ ვითხოვთ, რომ გაიმართოს უწყებათშორისი კომისიის სხდომა, სადაც მოხდება ამ საკითხის განხილვა“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გიგი უგულავა სამხურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. საქმე ეხება სიტი პარკსა და თბილისის მერიას შორის 2007 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42