მადლობა იმ ნოტარიუსებს, ვინც გაიგონა იუსტიციის მინისტრის სიტყვა - წულუკიანი
პოლიტიკა - 13:27, 30 Jun, 2014     1558

„ნელ-ნელა ვემშვიდობებით იმ ნოტარიუსებს, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში პროკურორებთან ერთად ადამიანების უბედურებაში მონაწილეობდნენ , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სასტუმრო "რედისონში" განაცხადა.

"ჩვენ ვაგრძელებთ ნოტარიუსთა პალატის გარდაქმნას. თქვენ იცით, რომ ჩემი მიზანი იყო, ნოტარიუსის პროფესიის რეპუტაციის ამაღლება საზოგადოების თვალში, რადგან უნდა ვაღიაროთ, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, ნოტარიუსი იყო მონაწილე ძალიან ბევრი ჩვენი საზოგადოების წევრის უბედურებისა, ჩვენ ვასრულებთ იმ კულტურას, რომ ნოტარიუსთან შეიძლება ვინმემ ვინმეს ძალადობრივად რაიმე ქონება გადაუფორმოს. ამისთვის არის მთელი სიმკაცრით ამუშავებული დისციპლინური ფორმები. ჩვენ ნელ-ნელა ვემშვიდობებით იმ ნოტარიუსებს, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში მონაწილეობდნენ ადამიანების უბედურებაში, პროკურორებთან ერთად", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, დღევანდელ ღონისძიებაზე საზოგადოებას ნოტარიუსთა პალატის განახლებულ სახეს, ახალ ლოგოს, ახალ ბრენდს წარუდგენენ.

"მოვედი, რომ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ნოტარიუსს, რომელმაც გაიგონა იუსტიციის მინისტრის სიტყვა, რომელიც ეხება მოქალაქეების ინტერესის წინ დაყენებას, ვიდრე გარიგებებიდან ფულის მიღების ინტერესისა, როგორც ეს ზოგიერთ ნოტარიუსს სჩვეოდა და წავიდა იმ რაიონებში, იქ დასახლდა და ემსახურება ჩვენი საზოგადოების ინტერესებს. მე მოვედი, რომ მადლობა გადავუხადო იმ ნოტარიუსებს, ვინც გაიგონა იუსტიციის მინისტრის სიტყვა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42