„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში კრიმინალური ავტორიტეტების დაბრუნებაზე საუბრობს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის წევრმა გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა, ე.წ. კანონინიერი ქურდების ქვეყანაში უპრობლემოდ შემოსვლას ხელისუფლების მაღალჩინოსნები უწყობენ ხელს. მისი ინფორმაციით, 19 ივნისს სწორედ ერთ-ერთი მაღალჩინოსნის დახმარებით შემოვიდა საქართველოში კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე „ლავას ოღლი“.
„საქართველოში კრიმინალური ავტორიტეტების დაბრუნების ტენდენცია შეინიშნება. დღევანდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის მხრიდან ხდება მათი მფარველობა და ხელის შეწყობა. რამდენიმე დღის წინ განვაცხადეთ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის „რემენას“ საქართველოში დეპოოორტაციისა და თბილსის აეროპორტიდან მისი გაქრობის შესახებ. 19 ივნისს საქართველოს საზღვრებს მოადგა ე.წ. კანინიერი ქურდი მინდია გორაძე იგივე „ლავას ოღლი“. მასზე გამოცხადებულია ძებნა. ამიტომ საზღვარზე მობილიზებული იყო შსს-ს ოთხი დეპარტამენტი. მათ უნდა დაეკავებინათ „ლავას ოღლი“, თუმცა ბოლო მომენტში მიიღეს ბრძანება, რომ „ლავასოღლუ“ უპრობლემოდ შემოსულიყო საქართველოში. 19 ივნისიის მინიდია გორაზე მინდია აბაშიძის სახელით შემოვიდა ბათუმში, სადაც მას მეგობრები დახვდნენ. ისინი უპრობლემოდ გადაადგილდებოდნენ ბათუმში, საღამოს კი ოჯახებთან ერთად იქეიფეს. მეორე დღეს მან საქართველო დატოვა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მის საქართველოში შემოსვლაზე დეპარტამენტის თნამაშრომლებს ბრძანება შსს-ს მაღალჩინოსანმა მისცა. მოვითხოთ გამოძიებას და ამ დანაშაულში მონაწილე პირების დასჯას“, - განაცხადა ღვინიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






