გიგი უგულავას საგამოძიებო უწყებაში დაბარების ფაქტს მმართველ გუნდში ეხმიანებიან. საპარლამენტო უმრავლესობა უგულავას ურჩევს პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეიკავოს და გამოძიებასთან ითანამშრომლოს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ უგულავას საქმის ძიება კანონის ფარგლებში და სამართლებრივად წარიმართება.
„უგულავას შემთხვევაში, როგორც ჩანს საგამოძიებო უწყებას აქვს საგამოძიებო მოქმედების გადაუდებელი ღონისძიება, იმიტომ, რომ მორატორიუმი ვერ იქნება დაუსრულებელი და აბსოლუტური, ვერ შეჩერდება აბსოლუტურად ყველა საგამოძიებო მოქმედება, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი წარიმართება სამართლიანად და კანონის სრული დაცვით. ვალდებულება აკისრია ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ქალაქის ყოფილ მერს, რომლის მიმართ ძალიან ბევრი მძიმე კითხვა არსებობს, მიბრძანდეს საგამოძიებო ორგანოში და ამ კითხვებს პასუხი გასცეს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






