აშშ მხარს დაუჭერს რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების დარღვევებზე ეუთოს რეზოლუციას
პოლიტიკა - 21:18, 29 Jun, 2014     1568
ამერიკელმა სენატორმა ბენ კადინიმ საქართველოში ერთდღიანი ვიზიტის შეფასებისას ხაზი გაუსვა საქართველოში ჩამოსვლის მნიშვნელობას. მისი თქმით, სტუმრობის მიზანი არის ის, რომ ისინი ხვალ მიემგზავრებიან აზერბაიჯანში, სადაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმოადგენენ.

"ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მნიშვნელოვანი იყო საქართველოში ჩამოსვლა იმ მნიშვნელობისთვის, რომელსაც ჩვენ ვანიჭებთ საქართველოს ამ რეგიონში. ბაქოში ჩვენ მხარს დავუჭერთ რეზოლუციას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელზეც იქნება განხილული რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებები დარღვევებზე. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ რუსეთის აგრესიის მიუღებლობაზე. უკანასკნელ პერიოდში ჩვენ ასევე ხმამაღლა ვსაუბრობთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობასა და მის მხარდაჭერაზე და რუსეთის როლზე ამ საკითხში“, - აღნიშნა სენატორმა.

სენატორმა საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და ქვეყანას ამ არჩევნების ჩატარება მიულოცა. "ჩვენ ვხედავთ ერთგულებას, რომელსაც საქართველო ავლენს როგორც დემოკრატიისადმი, ასევე ძირითადი ადამიანის უფლებებისადმი", - დასძინა მან.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია საქართველოს დღეს ეწვია. დელეგაციას ხელმძღვანელობს სენატორი ბენ კარდინი, რომელიც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი წევრია. დელეგაციის შემადგენლობაში არიან სენატორი ტომ ჰარკინი, კონგრესმენი რობერტ ადერჰოლტი, კონგრესმენი ადამ შიფი, ასევე კონგრესმენი ფილ გინგრი და კონგრესმენი დევიდ შვაიკერტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42