საქმე ეხება 2013 წლის 29 დეკემბერს სწორედ შიხიაშვილის მიერ ხელმოწერილ გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც კერძო კომპანიას ლისის ტბის მიმდებარედ სასაფლაოების გაშენების ნებართვა მიეცა.
ვისი ფინანსური ინტერესი დგას სარფიანი ბიზნესის - სასაფლაოს აშენების უკან.
პრობლემები, რომლის წინაშეც დგას მოსახლეობა უკანონო გადაწყვეტილების მიღების შედეგად:
რა ბედი ეწევათ იქ მცოვრებ მოსახლეობას, რომლებმაც საკარმიდამო ნაკვეთებში საკმაოდ სოლიდური თანხები გადაიხადეს.
პრობლემის წინაშე დგას საბურთალოს მოსახლოების წყალმომარაგება, კერძოდ გოგირდის წყლის ჭაბურღილი, რომლითაც მარაგდება მთელი საბურთალო, სასაფლაოს ტერიტორიაზე აღმოჩნდება, რის შემდეგაც მისისი გამოყენება გახრწნილი ცხედრებიდან გამოჟონილი ტოქსინების გამო, შეუძლებელი გახდება.
აქვეა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და სათბურები, საიდანაც, თბილისის არაერთი სუპერმარკეტი და ბაზარი მარაგდება ხილ-ბოსტნეულით.
გარდა ამისა, იქ მდებარეობს ,,ბავშვთა სოფელი“, სადაც მიუსაფარი ბავშვები ცხოვრობენ და რომელსაც ასევე მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ პრობლემას შეუქმნის რამდენიმე ჰექტარზე გაშენებული სასაფლაოები.

,,ნიუპოსტი“ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს დაუკავშირდა, რომლებიც უკვე რამდენი ხანია საკრებულოს მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ და მისი გაუქმებისთვის იბრძვიან.
მათი განცხადებით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 11 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთი კომპანია "გრინ დეველოპმენტმა" წლების წინათ შეიძინა. მოსახლეობა ჰყვება, რომ კომპანიამ თავდაპირველად ვერ მიიღო შესაბამისი ნებართვა, ხოლო მოგვიანებით, საკრებულოს მიერ სასაფლაოს მშენებლობის ნებართვა აღმოჩნდა, რომ საკრებულომ გასცა.
,,ყველაფერი დაღვევით არის გაცემული, სასაფლაოს მშენებლობას სჭრდება თავისი სტანდარტები, რასაც ეს ტეროტირია არ აკმაყოფილებს. მშვენივრად იციან, რომ სასაფლაო სარფიანი ბიზნესია და სულ არ ანაღვლებთ ჩვენი, მოსახლეობის ბედი. ამ ადამიანებს აქ უზარმაზარი თანხები აქვთ გადახდილი ნაკვეთების შესაძენად. ჩვენ შევიტანეთ საჩივარი, თუმცა კომპანია გვეუბნება, რომ თქვენ არავინ გკითხავთ, მთავრობა ამის ნებართვას გვაძლევს! შეიძლება რომ ადამიანი სახლიდან გამოხვიდე და პირდაპირ სასაფლაოზე აღმოჩნდე? სწორედ ასე მოხდება. მეზობლები იმუქრებიან - დაგმარხავ იმ მკვდართან ერთად, რომელიც აქ დაიმარხება! ძალიან სერიოზულად არის საქმე...“, - ჰყვებიან ადგილობრივები.






მათი თქმით, თავდაპირველი უარის შემდეგ, როგორც სჩანს კომპანიამ მფარველი მონახა საკრებულოს თავმჯდომარის სახით, 2013 წელს კომპანიამ მერიას სასაფლაოების მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით მიმართა. თანხმობის შემთხვევაში მერიას საკითხი განსახილველად საკრებულოსთვის უნდა გადაეგზავნა, თუმცა თბილისის მთავრობის არქიტექტურული სამსახურის 2013 წლის 21 ივნისის ბრძანებით „გრინ დეველოპმენტს“ აღნიშნულ ტერიტორიაზე სასაფლაოების მშენებლობაზე უარი ეთქვა.
მოსახლეობა ეჭვობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე თავადაც არის ფინანსურად დაინტერესებული:
,,არ არის გამორიცხული, თავადც წილში იყო, სასაფლაოს დიდი შემოსავალი აქვს და რა თქმა უნდა, სახლების მშენებლობას ეს ურჩევნიათ.“
აღსანიშნავია, რომ საკითხი საკრებულოს 2013 წლის 29 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგში სულ სხვა ჩანაწერით არის გასული, კერძოდ: "დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ „თბილისის საკრებულოს 5 ივნისის #6-15 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე".
მიუხედავად მოსახლეობის უკმაყოფილებისა და მათი მხრიდან საჩივრის შეტანისა, "გრინ დეველოპმენტი" უკან დახევას არ აპირებს. მოსახლეობა ელოდება რა გადაწყვეტილებას მიითებს თბილისის ახალი საკრებულოს ხელმძღვანელობა და დედაქალაქის მერი, რომელიც მეორე ტურში არჩევნების შედეგად გაიმარჯვებს.
მასალის გამოყენების პირობები






