,,მთელმა ოჯახმა ნაციონალების მიეცით წადით და მათთან იმუშავეთო“ - ზეწოლა მარნეულში
პოლიტიკა - 15:33, 29 Jun, 2014     1585
მარნეულში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები მათზე მორიგი ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ. სოფელ კაშტაფაში სკოლის მასწავლებელი ამბობს, რომ მას დირექტორი სამსახურიდან გაგდებით ემუქრება. ზეწოლის ფაქტი დაფიქსირდა ასევე სოფელ ხოჯორნისში. ადგილობრივი მოსახლე, რომელსაც მიწა იჯარით აქვს აღებული ამტკიცებს, რომ პოლიტიკური სიმპატიების გამო ,,ქართული ოცნების“ საკრებულოს დეპუტატი და დანიშნული საბჭოს თავმჯდომარე მას მიწის წართმვით ემუქრებიან. ვითარებაში გასარკვევად ადგილზე ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა იმყოფებოდა.

სოფლის მკვიდრნი კონკრეტული ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ:

,,სკოლის დირექტორმა დარეკა და ჩემი მეუღლე დაიბარა. ასე უთხრა, იმის გამო, რომ ხმა ხუთ ნომერს მიეცით, ორი თვის ხელფასს ჩამოგაჭრით და გაგათავისუფლებთო. სიტუაციის გასარკვევად რომ მივედი მითხრა, რადგან მთელმა ოჯახმა ნაციონალების მიეცით წადით და მათთან იმუშავეთო“.

,,ეს მიწა იჯარით მაქვს აღებული და გადასახადს ყოველ წელს ვიხდი. დამირეკა და მითხრა, ის თქვენი აღარ არისო. ვუთხარი საბუთები ეჩვენებინა, რომ გამერკვია, რამდენად კანონირი იყო გადაწყვეტილება, ვუთხარი, რომ საჩივარს შევიტანდი, მითხრა, სადაც გინდა იქ მიჩივლეო. ჩვენს წინააღმდეგ იმიტომ მოქმედებენ, რომ არჩევნებზე ხმა მათ არ მივეცით“

,,ჯერ არ გამხდარა გამგებელი და უკვე დაწიოკება დაწყებული აქვს ხალხის, უკვე მეორე შემთხვევაა. ერთი სკოლიდან გაგდებით დაემუქრა და ხელფასისი არ მიცემით, ახლა მიწის ჩამორთმევა გადაწყვიტეს აბსოლუტურად უკანონოდ, ამ ადამიანს მიწა იჯარით აქვს აღებული და წლებია ამუშავებს. ეს არის რეალური სურათი, რაც ხდება მარნეულში. მეორე ტური ჯერ დანიშნული არ არის, მაგრამ როგორც სჩანს თოფჩიშვილი და ქართული ოცნება ემზადება იმისთვის, რომ შესაძლოა მეორე ტური გაიმართოს. ამიტომ წინასწარ დაიწყო ხალხის დატერორება. ეს ის სოფლებისა, სადაც ჩვენ ან მოგებული გვაქვს ან კარგი შედეგი გვაქვს ნაჩვენები და შესაბამისად მიდის ამ ხალხის დატერორება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

თავად თოფჩიშვილი უარყოფს აღნიშნულ ფაქტს, ,,საიდან იგონებენ, არ დაიღალენ“ - ამბობს თოფჩიშვილი ,,რუსთავი 2“-თან სატელეფონი საუბარში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42