„ ასოცირების ხელშეკრულებაზე ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მოწერილი ხელი, მათ შორის 60 წლის უკან აქვს მოწერილი თურქეთს, ამ ხელშეკრულებაზე მოწერილი აქვს ხელი ეგვიპტეს, ალბანეთს, ტუნისს, მოროკოს, სამხრეთ აფრიკას, ლიბანის, ალჟირს, ჩილესაც კი აქვს მოწერილი ხელი და კიდევ რამდენიმე ქვეყანას. დავინტერესდი სპეციალურად და სიღრმისეულად შევისწავლე თუ ვის აქვს ხელი მოწერილი ამ ხელშეკრულებაზე, ასეთი ქვეყნები ძალიან ბევრია, მაგრამ რეალურად არაფრის მომცემი არ არის ეს ხელშეკრულება, ვფიქრობ რომ ეს დაძაბავს სიტუაციას რუსეთთან. ამასთან მიმართებაში უკვე გააკეთა ლავროვმა განცხადება, ლავროვის გარდა კი ყველაზე საშიში და სახიფათო რაც არის - ოსეთის თვითაღიარებულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი აპირებენ ჩაატარონ რეფერენდუმი და შეუერთდნენ რუსეთს . ჩვენი თვალსაზრისით ეს საშიშროება ასე ძალიან მწვავედ არ დგას, ეს გაფრთხილება იქნება მე ვფიქრობ საქართველოს ახალი ხელისუფლებისათვის, რომელსაც მისცემს რუსეთი, მაგრამ თუ ისევ გაგრძელდა ის ძველი გზა და რიტორიკა, როგორი რიტორიკითაც სააკაშვილი მოქმედებდა რუსეთთან, არ არის გამორიცხული რომ აფხაეთთმა და სამაჩაბლომ, გამოაცხადონ რეფერენდუმი და შეუერთდეს რუსეთს, რუსუთმა კვლავ გამიყენოს თავისი ეკონომიკური სანქციები, კვლავ დაზარალდეს ქართველი მეღვინეები, კვლავ ჩაწვეს საქართველოს სოფლის მეურენობის პროდუქცია, ვინაიდან უბრალო სტატისტიკური ციფრებია, რომ დღესდღეობით საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ღვინო, მინერალური წყალი იყიდება რუსეთში, ძირითადად 90 %, ხოლო ექვსი წლის მანძილზე რეალურად ევროპაში ჩვენ ვერ ვყიდდით ვერც მინერალურ წყალს, ვერც ღვინოს და იმის მეათედსაც კი ვერ ვყიდიით რასაც ვყიდით რუსეთში. ასევე გასათვალისწინებელია რუსეთიდან შემოსული ფულადი ტრანსფერები, წელიწადში მილიარდი დოლადი სულ მცირე და ეს ყველაფერი, რომ მოაკლდეს ჩვენს ქვეყანას, ვფიქრობ რომ ქვეყანა დადგება კატასტრობის ზღვარზე, თუ ამითი შემოვიფარგლეთ მარტო და კიდევ უფრო სერიოზული პრობლემები არ შეგვექმნა და არ მოხდა ისეთი მოვლენების განვითარება, როგორიც იყო 2008 წლის 8 აგვისტოს, ამაზეა ზუსტად საუბარი ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს ხელშეკრულება, საქართველოს, მხოლოდ და მხოლოდ დააზარალებს და რეალურად არაფერს მისცემს, ვერც ევროკავშირში შეიყვანს, ვერც ნატოში. ჩვენ ვაპირებთ სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას, ხალხის ინფორმირებას, ჩვენ ვგეგმავთ სექტემბრისთვის აქტივობას, ვაპირებთ დიდი სერიოზული აქციის ჩატარებას, დასავლეთის საწინააღმდეგოს, სადაც დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ ჩვენი ქვეყნისთვის აფაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებისთვის, ეკონომიკის წინსვლისთვის აუცილებელია საქართველოს არა რაღაც ასოცირების ხელმოწერები და ზღაპრად მოჩვენებული რაღაც ნატოს და ევროკავშირთან გაწევრიანება, სადაც ჩვენ რეალურად არავინ გველოდება და არავინ მიგვიღებს, არამედ საქართველოს გაწევრიანება ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში, რომელიც შეიქმნება 2015 წელს. ჩვენ ხვალ ჩავატარებთ ბრიფინს და არგუმენტებს მოვიყვანთ, რომ ეს ასოცირების ხელშეკრულება არის ბლეფი, არაფრის მომცემი ქვეყნისთვის, ეკონომიკურ ციფრებს მოვიყვანთ, თუ რეალურად რა მოგებას მისცემს საქართველოს ევრაზიულ-ეკონომიკური კავშირში გაწევრინება და რა ზიანს მიაყენებს საქართველოს ეს ხელშეკრულება და საერთოდ ევროკავშირში გაწევრიან3ება, ვინაიდან ევროკავშრი არის პრაქტიკულად დაშლის პირად მისული, რამდენიმე თვის უკან გააკეთა განცხადეება ინგლისი პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა რომ მისი ხელახალი გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად დააყენებს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის საკითხს. ანუ ესეთი მდგომარეობაშია რეალურად დღეს ევროკავშირი - სადაც დიდი ბრიტანეთს გასვლა უნდა ევროკაშრიდან, ბულგარეთში ძალიან სერიოზული საპროტესტო მუხტია ევროკავშირთან დაკავშირებით, საბერძნეთი კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაშია ჩავარდნილი ევროკავშირის გამო და არ არის ეს მყიფე ორგანიზაცია და არამგონია, რომ საერთოდ როდესაც ჩვენი დრო დადგება, თუმცა ეს დრო არასდროს არ დადგება საერთოდ ასეთმა კავშრმა - ევროკავშირმა საერთოდ იარსებობს“,- აცხადებს არჩილ ჭყოიძე.
მასალის გამოყენების პირობები






