დელეგაცია გამართავს შეხვედრებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან.
დელეგაციის წევრები ასევე შეხვებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს.
ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, დელეგაცია განიხილავს ევროკავშირთან ხელმოწერილ ასოცირების ხელშეკრულებასა და საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებულ საკითხებს. ხაზი გაესმება, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ტერიტორიულ მთლიანობას, აგრეთვე დიდად აფასებს საქართველოს მიერ გაღებულ მსხვერპლსა და კონტრიბუციას ნატო-ს მისიებში.
დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იქნებიან სენატორი ტომ ჰარკინი (აიოვა, დემოკრატიული პარტია), კონგრესმენი რობერტ ადერჰოლტი (ალაბამა, რესპუბლიკური პარტია), კონგრესმენი ადამ შიფი (კალიფორმია, დემოკრატიული პარტია), კონგრესმენი ფილ გინგრი (ჯორჯია, რესპუბლიკური პარტია) და კონგრესმენი დევიდ შვაიკერტი (არიზონა, რესპუბლიკური პარტია).
მასალის გამოყენების პირობები






