"სამართლიანი არჩევნების" დასკვნა საარჩევნო უბნების გახსნისა და კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესზე
პოლიტიკა - 11:00, 29 Jun, 2014     1404
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2014 წლის 29 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის განმეორებითი არჩევნების მონიტორინგს 9 საარჩევნო ოლქში ახორციელებს 14 მოკლევადიანი დამკვირვებლის, 9 ოლქის დამკვირვებლისა და 4 მობილური ჯგუფის მეშვეობით.
ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ ინფორმაციას საარჩევნო უბნების გახსნისა და კენჭისყრის პროცესის დაწყების შესახებ. ძირითადი დასკვნები
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა და საარჩევნო უბნების გახსნისა და მოწყობის პროცესი დარღვევების გარეშე ჩატარდა. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდად და ორგანიზებულად მიმდინარეობს. „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლების გარდა, საარჩევნო უბნებზე მიმდინარე პროცესებს სხვადასხვა პარტიებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებიან.
დარღვევები
ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნის 1 ფაქტი, ქობულეთის #34 საარჩევნო უბანზე. აღნიშნულ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული წარმომადგენელი. საუბნო საარჩევნო კომისიამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა, რის შედეგადაც არაუფლებამოსილმა პირმა დატოვა საარჩევნო უბანი.
„სამართლიანი არჩევნები” პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გაძლევთ შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას საარჩევნო ვებპორტალის - www.electionsportal.ge მეშვეობით, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი საარჩევნო დარღვევები დაუყოვნებლივ აისახება საარჩვენო რუკაზე. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მოგვაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე უფასო sms-ით ნომერზე 90039.
“სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთებიდან ერთ-ერთი:
 საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; საქართველოს მოქალაქის პასპორტი ( ე.წ. საზღვარგარეთის პასპორტი); დევნილის მოწმობა (პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად).
„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ.
“სამართლიანი არჩევნების“ შემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 21:15 წუთზე
„სამართლიანი არჩევნების“ მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა“ (USAID) და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის,ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ამერიკელი ხალხის, ან ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს შეხედულებებს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42