ცესკოში პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა
პოლიტიკა - 10:54, 29 Jun, 2014     675

29 ივნისის განმეორებითი კენჭისყრის პროცესის შესახებ ცესკოში პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა 9 ოლქის 14 უბანზე იმართება. ყველა უბანი დროულად - 08:00 სთ-ზე გაიხსნა და პირველმა ამომრჩევლებმა უკვე გააკეთეს არჩევანი. კენჭისყრა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

ეკა აზარაშვილმა მედიას ასევე გააცნო №81 ქობულეთის ოლქის №34 უბანზე ინციდენტის შესახებ, სადაც იმყოფება არაუფლებამოსილი პირი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”; ”საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა მას რამდენჯერმე მიმართეს დაეტოვებინა უბანი, რაზეც აღნიშნული პირი უარს აცხადებს. ცესკო მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ მხარეებს კანონმდებლობით განსაზღვრული წესები დაიცვან და ხელი შეუწყონ კენჭისყრის პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვას” - განუცხადა ცესკოს სპიკერმა ჟურნალისტებს.

დღეს, დღის განმავლობაში კენჭისყრის მიმდინარეობის და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ცესკო რამდენიმე საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს. ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ კომისია პირველ მონაცემებს 12:30 სთ-ზე გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს ცხელი ხაზი 2 51 00 51, ასევე ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი ჩვეული დატვირთვით მუშაობს. შესაბამისად, ყველას შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42