,,ახლა ათი წუთის წინ სახლში მომადგა ფინანსური პოლიცია და ორშაბათს 30 ივნისს 12 საათზე დაკითხვაზე დამიბარეს. ეს არაფერი! ამას უკვე შევეჩვიე.( თემაც კი არ ვიცი და დიდად არც მაინტერესებს). საქმე იმაშია, რომ მე საქმიანი მივლინებით მივემგზავრები ბრიტანეთში (ვხვდები ლორდ ჰარისს), უკრაინაში - კიევის მერს ვიტალი კლიჩკოს და მოლდოვეთში, სადაც ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის მონიტორინგის სხდომაში მივიღებ მონაწილეობის. ( მე საქართცელის დელეგაციის ხელმძღვანელი ვარ). მოხსენება ეხება 2014 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებს. საქართველოში ვბრუნდები 5 ივლისს 05:00.
ხო და ამ ყრძო ღარიბაშვილს და მის მთავარ იხტიოლოგ ივანიშვილს მინდა უთხრა: რამდენი მილიარდიც არ უნდა იშოვო და რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოთ თქვენგან არც სალამური გამოითლება და არც კაცი დადგება.
P.S. და თუ რონელიმე თქვენთაგანს ერთი წამით ჰგონია, რომ მე წავალ და არ დავბრუნდები მაშინ ..... ( იდიომატური გამოთქმებით საზოგადოებას არ გადავტვირთავ). და კიდევ ერთი, რა გაგიჭირდათ ასეთი, რომ საკუთარ მორატორიუმს არღვევთ?! ეხ ნარმანია ნარმანია“, - წერს გიგი უგულავა.


მასალის გამოყენების პირობები






