სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველო დარჩება გამარჯვებული - წულუკიანი
პოლიტიკა - 23:10, 28 Jun, 2014     2237
3 ივლისს სტრაბურგის სასამართლო 2006 წელს საქართველოს მიერ რუსეთის წინაარმდეგ შეტანილ სარჩელზე გადაწყვეტილებას გამოიტანს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ,,რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ქართველი ხალხის და იმ ადამიანების გამარჯვება, რომლებიც რუსეთის მსხვერპლნი გახდნენ.

მისი თქმით, ეს არის პირველი სახელმწიფოთაშორისო საქმე, რომელიც საქართველომ შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ.

"ჩვენ, 3 ივლისს, მხარეები, საქართველო და რუსეთი, ვართ მიწვეული სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის წინაშე, რათა სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ გამოგვიცხადოს გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო 2006 წელს საქართველოს მიერ შეტანილ საჩივარზე. ეს არის პირველი სახელმწიფოთაშორისო საქმე, რომელიც საქართველომ შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები, ადამიანის უფლებების დარღვევით გამოაძევეს რუსეთიდან. როდესაც მე სტრასბურგის სასამართლოში ვმუშაობდი, ეს საჩივარი შემოიტანა კონსტანტინე კორკელიამ, რომელიც გახლდათ იუსტიციის მინისტრის მოადგილე და ძალიან ბევრი იდეაფიქსის მიუხედავად, მინდა ცალსახად ვთქვა, რომ ჩემი წინამორბედი არ არის ამ საჩივრის ავტორი. ის ცრუ ქებათა ქება საკუთარი თავის, რომელიც ჩვენი წინამორბედი ხელისუფლების წევრებისგან ისმის, მეჩვენება, რომ ბავშვობანაა", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მინისტრი იმედოვნებს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი.

"მე მჯერა, რომ სტრასბურგის სასამართლო იქნება პირუთვნელი, დამოუკიდებელი და იქნება სამართლიანი. ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა ნიშნავს იმას, რომ საქართველო უნდა დარჩეს გამარჯვებული. ჩვენ ყველას გვახსოვს, როგორ დამამცირებელ პირბებში გამოაძევეს ჩვენი მოქალაქეები. ეს იქნება იმ ქვეყნის და იმ ადამიანების გამარჯვება, რომელებიც რუსეთის მსხვერპლნი გახდნენ. ეს არ იქნება რომელიმე მთავრობის გამარჯვება. მას შემდეგ რაც მე იუსტიციის მინისტრი ვარ, არაერთი ქმედება იქნა განხორციელებული იმისთვის, რომ ეს საჩივარი გამეტანა. მაგრამ, 3 ივლისს, მე ამ გადაწყვეტილებას მოვისმენ და მთელ საქართველოს გავაცნობ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სტრასბურგის სასამართლო", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42