საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები დარაზმულები არიან საქართველოს მხარდასაჭერად, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია:
„აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები დარაზმულები არიან საქართველოს მხარდასაჭერად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამავე დროს, ჩვენ არ უნდა მივცეთ არასწორი გზავნილები რუსეთის ფედერაციასაც. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული დიალოგი, ჩვენ არ უნდა მივცეთ არანაირი მიზეზი რუსეთს, რომ ესკალაცია მოხდეს ჩვენს ქვეყანაში და ამისთვის მუშაობს, როგორც თავდაცვის, ასევე უსაფრთხოების სტრუქტურები.
ის, რომ ეკონომიკური კუთხით დავიწყეთ გააქტიურება დაგვეხმარება, რომ მოხდეს დეესკალაცია რეალურად ჩვენს ურთიერთობებში. მაგრამ პრინციპულ საკითხებზე, როგორიც არის ნატო-ში და ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაცია, რომელიც შეუქცევადი გახდა გუშინდელი დღის შემდეგ და ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის ის პრინციპები, რომლებიც დაურღვეველია. ამ მოლაპარაკების დროს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევქნათ ისეთი პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო, რომ ჩვენი ერი სტაბილურად განვითარდეს“,- განაცხადა ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






