სახალხო დამცველმა დებატები თემაზე - "გამოწვევები შემწყნარებლობის გზაზე" გამართა
პოლიტიკა - 19:01, 28 Jun, 2014     1496

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სახალხო დამცველმა დებატები თემაზე - "გამოწვევები შემწყნარებლობის გზაზე" გამართა. ომბუდსმენის აპარატის ცნობით, დებატების ძირითადი მიზანი იყო რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური და სხვა ტიპის უმცირესობების წინაშე მდგარ გამოწვევებზე მსჯელობა. მსჯელობისას ასევე განიხილეს რასობრივ და გენდერულ თემასთან დაკავშირებული პრობლემები.

ღონისძიებას მოდერატორობა გაუწია ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ხელმძღვანელმა ეკა აღდგომელაშვილმა, რომელმაც ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული სახელმწიფოს შექმნისათვის ტოლერანტული გარემოს დამკვიდრების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ომბუდსმენის ინფორმაციით, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა ზოგადად ქვეყანაში არსებული ვითარება მიმოიხილა, ისაუბრა ბოლო წლებში შეუწყნარებლობის მზარდ ტენდენციაზე და აღნიშნა, რომ შეუწყნარებლობით მოცულია ყველა ის სფერო, სადაც განსხვავებულს აწყდება საზოგადოება და თუ სახელმწიფომ ქმედითი ღონისძიებები არ განახორციელა, საქართველო უმრავლესობის ნების ბატონობის, არალიბერალურ და არადემოკრატიულ ქვეყნად გადაქცევის საფრთხის წინაშე დადგება.

ბექა მინდიაშვილის აზრით, ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებისათვის აუცილებელია სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება, და ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობა უმცირესობათა მიმართ ჩადენილი დანაშაულებებისადმი.

დისკუსიისას, მედიის ჩართულობის განსაკუთრებულ როლზეც იმსჯელეს.

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილის თქმით, შემწყნარებლობის მთავარი იდეა სიყვარულია და ადამიანს უნდა უყვარდეს მეორე ადამიანი მიუხედავად მათ შორის არსებული განსხვავებისა. ამისათვის კი ეპისკოპოსის აზრით, აუცილებელია ძველი, ეროვნული ნარატივისგან თავისუფალი ქვეყანის აშენება.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის თავმჯდომარე შალვა ტაბატაძემ განათლების სისტემაში ინტერკულტურული სწავლების ხარვეზებზე ისაუბრა. სტატისტიკის თანახმად, გამოკითხულ პედაგოგთა 68% თავად არ არის ტოლერანტი განსხვავებული შეხედულებებისა თუ შესაძლებლობების მქონე ადამიანთა მიმართ.

სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის კონსულტანტმა ქალთა უფლებებზე ანა ლობჟანიძემ ლგბტ ჯგუფების მიმართ აგრესიის გამოხატვის შემთხვევები მიმოიხილა. ამასთან, ყურადღება გაამახვილა იმ პრობლემებზე, რომელსაც ეს ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ ტოლერანტული კულტურის დანერგვის საკითხებზე და სამოქალაქო განათლების დონის ამაღლებაზე ისაუბრა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ პროცესმა მთელი საგანმანათლებლო სისტემა უნდა მოიცვას, სკოლამდელი განათლების ჩათვლით.

დებატებში მონაწილეობა მიიღეს შინაგან საქმეთა და მეცნიერებისა და განათლების სამინისტროების წარმომადგენლებმა, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა, სტუდენტებმა და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წევრებმა.

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საკითხებზე სახალხო დამცველის დებატები ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით ყოველი თვის ბოლო პარასკევს იმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42