,,ვინც მე მიცნობს, ყველამ იცის რომ, მე პოსტების წერით თავს არ გაწყენთ, მაგრამ ეხლა რომ არ გაგიზიაროთ ჩემი გულის ნადები ვერ გავძლებ, საფრანგეთში, რომ მოვფრინავდი, ჩემთან ერთად იმგზავრა 9 წლის ნიკოლოზმა და მისმა მშობლებმა. ნიკოლოზს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქვს დიდი პრობლემები, მისი ოპერაცია საქართველოში 70 000 ევრო ჯდება, როგორც საქართველოში მცხოვრებლების უმეტესობას ამ ოჯახსაც არ გააჩნიათ საშუალება, რომ ბავშვს უმკურნალონ. ბევრი ფიქრის შემდეგ ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინათ სააქართველო და საფრანგეთისკენ წამოსულიყვნენ, ამ ოჯახს კიდევ ერთი შვილი, პატარა გოგონა ყავს, რომელიც დედამ და მამამ საქართველოში დატოვა, დატოვა იმიტომ, რომ პატარა დაიკოს შეუნარჩუნონ ძმა, ოჯახმა შეინარჩუნოს შვილი...
ეხლა მინდა მივმართო ჩვენს მთავრობას, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, პოზიციას, ოპოზიციას, ბიზნესმენებს... რა მაინტერსებს იცით, როდის უნდა მოხვიდეთ გონს და როდის უნდა მიხედოთ ხალხს, რას ჭიდაობთ, რას უჩხიკინებთ ერთმანეთს ეს დედაატირებული, სანამ თქვენ ერთმანეთს ებრძვით მანამდე ბავშვებს ვერ ვუვლით, ოჯახებს ვკარგავთ, ხალხი ქვეყნიდან გარბის, რისთვის გინდათ ქვეყანა, იმისთვის, რომ ბოდიშით და გამძღრები იყოთ? მილიონრებისთვის და შეძლებული ხალხისთვის, ხომ შეგიძლიათ პირგასამტეხლოებისა და ვალების გაქვითვა!?!? ღმერთმა დაგიფაროთ, თქვენმა შვილებმა იცოცხლონ ჯანმრთელად და წარმოიდგინეთ ერთი წუთით, რომ თქვენ ბავშვს, რომ პრობლემა არმოაჩნდეთ რას იზამთ? საფრანგეთში გამოიქცევით და ამ ქვეყანაში ჩაბარდებით? არაააა, თქვენ ფულს ძალიან მარტივად იშოვით, ისე, რომ თქვენ ჯიბეს არაფერი არ დააკლდება... შეიძლება ვცდებოდე მაგრამ მე ასე მგონია... და კიდევ აქ არის რამდენიმე ოჯახი, რომელსაც ანალოგიურად დატოვებული აქვთ საქართველო და წამოსულები არიან საფრანგეთში იმიტომ რომ შვილები გადაარჩინონ, სხვათაშორის ბევრმა გადაწყვიტა, რომ სამუდამოდ დარჩეს ამ ქვეყანაში... მე ბავშვებზე შემტკივა გული თუ არა დიდები უცხოეთში თავის თავს ავად თუ კარგად მიხედავენ....
P. S. როდემდე უნდა ვიყოთ ამ ვასიკოს იმედზე არ ვიცი....
P.P.S. და ბოლოს ნიკოლოზ გისურვებ გამოჯანმრთელებას, ძალიან მალე დაგემარცხებინოს ეგ პრობლემები, და სრულიად ჯანმრთელი დაუბრუნდი შენს ქვეყანას, რომელიც ასეთი გაჭირვების დროს არ დაგიდგა გვერდით. არ ჩაიდო გულში ეს წყენა, პირიქით შენ და შენნაირები გამოჯანმრთელდით, მოძლიერდით და დაბრუნდით საქართველოში, იმიტომ რომ ამდენი პრობლემებისა და გაჭირვების შემდეგ, თქვენ უფრო კარგად გეცოდინებათ როგორ უნდა გაუმკლავდეთ იმ პრობლემებს, რომელიც გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას....“, - წერს დევი დევიძე.
მასალის გამოყენების პირობები






