საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. შევარდნაძემ „კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ „აღსრულდა ყველა დროის, ყველა თაობის ქართველთა ოცნება“:
„ბედნიერი ვარ და ამაყი, აღსრულდა ყველა დროის, ყველა თაობის ქართველთა ოცნება – საქართველო ევროპაში დაბრუნდა. ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ მნიშვნელოვან მოვლენას!“ – აღნიშნავს ედუარდ შევარდნაძე „კვირასთან“ საუბრისას.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, 27 ივნისს, საქართველოს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძემ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრისგან დოქტორ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერისგან წერილი მიიღო. ნაწყვეტი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილიდან:
„…ძალიან კარგად ვაცნობიერებ, რომ ევროპასთან ეს დაახლოება შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ დიდი სიმამაცით, პირადი ჩართულობითა და სახელმწიფო მოღვაწისათვის დამახასიათებელი გაწონასწორებულობით დიდი წვლილი შეიტანეთ გერმანიისა და ევროპის დაყოფის დაძლევის საქმეში. თქვენი ეს წვლილი თითოეულ ჩვენგანს არასოდეს დაავიწყდება.“
მასალის გამოყენების პირობები






