გვეძლევა შანსი, არც სამუზეუმო ექსპონატებად ვიქცეთ და არც „მოზდოკს ნამყოფ“ უფესვებო არსებებად - ზაზა ფირალიშვილი
სოც.მედია - 16:30, 28 Jun, 2014     1235
ექსპერტი ზაზა ფირალიშვილი ქართველ ხალხის ულოცავს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას. ექსპერტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ქართველ ხალხს აძლევს შანს შევიმუშაოთ სტრატეგიები საიმისოდ, რომ არც გლობალურ სამყაროს გავექცეთ და არც საკუთარი თავი ჩავკარგოთ მასში.

,,გუშინ ჩვენს ცხოვრებაში რაღაც სიკეთე მოხდა - მიუხედავად იმისა, რომ საგანგებოდ გაწვრთნილი ხალხოსანი პროპაგანდისტები თვეების განმავლობაში გვარწმუნებდნენ, რომ მთელი დასავლეთი ჰომოსექსუალებითა და ინცესტით დაკავებული ხალხითაა დასახლებულიო; ჩვენი შინნაზარდი, „მოზდოკს ნამყოფი“ ლიბერალური ჟანდარმერია კი თითქოს საგანგებოდ იღწვოდა ანტიევროპული განწყობილებების გასაღვივებლად. ჭეშმარიტად რომ კაცი ვერ გაიგებს, ვისი ლიბერალიზმი ვის წისქვილზე ასხამს წყალს.

ნამდვილად არ ვიცი, გავხდებით თუ არა ევროკავშირის წევრები და ეს, ალბათ, არც უნდა იქცეს აჩქარების საგნად. ჩვენისთანა მცირე ერს შეიძლება გაუჭირდეს ამ დიდ სამყაროსთან სწრაფი შეგუება და პროცესის ხელოვნურმა დაჩქარებამ შეიძლება მასში ჩაგვკარგოს. ახლა მთავარი სხვა რამეა: გუშინ დაიწყო 1453 წელს დაკარგულ ბუნებრივ გარემოში დაბრუნების, ბუნებრივი განვითარების გზაზე დაბრუნების პროცესი. ალბათ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ერთი და ძალზე საჭირო ნაბიჯი გადავდგით რუსული „ალტერნატიული ცივილიზაციისა“ და „სუვერენული დემოკრატიისაგან“ დაშორების გზაზე, სულ მცირედით მაინც დავშორდით კონსტანტინოპოლის სუროგატს - მესამე რომს - და შანსი მოგვეცა, ორი საუკუნის განმავლობაში დაგროვილი ჩვევები, ილუზიები და უმძიმესი გამოცდილება ჩამოვიფერთხოთ. მთავარი ესაა. მთავარია, რომ შანსი გვეძლევა, გონებისა და ზნეობის კანონებზე ავაგოთ ჩვენი ცხოვრება და არა ჩრდილოელთა თეოლოგიურ-გეოპოლიტიკურ ბოდვებზე. გუშინდელი დღე უნდა გამოვიყენოთ საშუალებად იმისა, რომ ისტორიულად მწიფე და საკუთარი ღირსების მქონე საზოგადოებად ვიქცეთ. ამ მიზნის გარეშე „ევროპაში დაბრუნება“ სხვა არაფერი იქნება, თუ არა უკეთესი პატრონის მოძებნის მცდელობა. ევროპა ჩვენთვის შანსია, რომ, როგორც გოეთე ამბობდა, ორივე ფეხით მყარად ვიდგეთ მიწაზე და ორივე ხელი ზეცისაკენ აღვმართოთ.

გუშინდელის შემდეგ ჩვენ უკვე გვეძლევა შანსი, შევიმუშაოთ სტრატეგიები საიმისოდ, რომ არც გლობალურ სამყაროს გავექცეთ და არც საკუთარი თავი ჩავკარგოთ მასში, არც სამუზეუმო-ეთნოგრაფიულ ექსპონატებად ვიქცეთ და არც წეღან ნახსენებ „:მოზდოკს ნამყოფ“ უფესვებო არსებებად. ნებისმიერი მცირე ერისათვის ხომ სწორედ ესაა ყველაზე რთული ამოცანა. არადა, ჩვენ ეს ნამდვილად შეგვიძლია. ჩვენ ხომ ის ხალხი ვართ, ვინც რამდენიმე საუკუნის განმავლობაში გამოატარა სახელმწიფოებრიობის იდეა. მართალია, ისტორიულმა ბედმა სახელმწიფოებრიობისათვის აუცილებელი მრავალი ჩვევა დაგვაკარგვინა, მაგრამ ისიც ხომ ცხადია, რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში ჩვენ ძალზე ბევრი რამ ვისწავლეთ, ბევრ რამეს ავუღეთ ალღო და რომ იმის ნებაც გაგვიჩნდა, საკუთარ ინფანტილიზმს დავაღწიოთ თავი. დღეს უკვე ყველამ ვიცით მთავარი: ჩვენი ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნის და არა წვრილფეხა მტაცებლის ინსტიქტებით აღჭურვილ მავან პოლიტიკოსებს, არჩევნების წინ რომ ახსენდებათ ადამიანები და ერთმანეთს, უმალ, უმსგავსობაში ბაძავენ. ბედად, მათ შორისაც გვეგულებიან წესიერი და გონიერი ადამიანები - ბევრი არა, მაგრამ მაინც გვეგულებიან.

მოკლედ, კიდევ ერთხელ გილოცავთ!“, - წერს ზაზა ფირალიშვილი ,,ფეისბუქის“ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42