საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია დასრულდა
პოლიტიკა - 16:18, 28 Jun, 2014     1539

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია დღეს ოფიციალურად დაიხურა. საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსვლა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო. პრემიერმა კონფერენციაზე მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაში საქართველოს წვლილზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერება ქვეყნის პრიორიტეტია, საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანა კი თანამედროვე შეიარაღებული ძალების შექმნა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმეზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ყველაზე მაღალი ნდობით ქართული ჯარი სარგებლობს. ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა.

კონფერენცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დახურა. თავდაცვის მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს საინტერესო დისკუსიებისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. როგორც სიტყვით მიმართვისას ირაკლი ალასანიამ განაცხადა: „მე დარწმუნებული ვარ, რომ კონფერენცია იდეებისა და აზრების გაზიარების უნიკალური საშუალება იყო, თუ როგორ გახდეს ჩვენი რეგიონი, საქართველო და ნატო უფრო უსაფრთხო. ასევე, როგორ მოვახდინოთ რეაგირება იმ მზარდ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს წინაშე დგას.“ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრხოების კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ მაღალი რანგის პოლიტიკოსები სხვადასხვა ქვეყნებიდან და საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები. საქართველოს თავდაცვისა და უსაფროების მე-9 კონფერენცია გუშინ ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ გაიხსნა. ფორუმის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცააა ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოება, ნატოს გაფართოება, დაგეგმილი სამიტი უელსში, საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ISAF-ის ოპერაცია და შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42