ღარიბაშვილი: ქმედითუნარიანობის თვალსაზრისით საქართველო მზადაა შემდეგი ნაბიჯისთვის
პოლიტიკა - 15:20, 28 Jun, 2014     1441

ბათუმში მიმდინარე თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები, ამჟამად, ნატო-სთან თავსებადობის უმაღლეს საფეხურზე იმყოფება და ეს საამაყოა:

"როგორც ასპირანტი და სანდო პარტნიორი, ISAF-ის ოპერაციის დასრულებამდე ავღანეთში ჩვენ შევინარჩუნებთ იქ ამ ეტაპზე არსებულ კონტინგენტს - 1600 სამხედრო მოსამსახურეს.

სულ ახლახანს, ევროკავშირის მისიის მხარდასაჭერად 160 ქართველი მოსამსახურე გაემგზავრა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ეს ჩვენთვის პირველი მისიაა ევროკავშირის ეგიდით, რომელიც, დარწმუნებული ვარ, წარმატებული იქნება.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა საშუალებას გვაძლევს ხელი შევუწყოთ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ტრანსპორტირებისა და კომუნიკაციის განვითარებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს საშუალება ალიანსის წევრ ქვეყნებს დავეხმაროთ ISAF-ში მონაწილე ძალების უზრუნველყოფაში და ამ მისიის დასრულებისას ავღანეთიდან ტვირთისა და პირადი შემადგენლობის გამოყვანაში.

საქართველო განსხვავდება იმისგან, რაც 2008 წელს იყო. საყოველთაოდ არის აღიარებული, რომ ქმედითუნარიანობის თვალსაზრისით საქართველო მზადაა შემდეგი ნაბიჯისთვის. ამავე დროს, ჩვენ თანამიმდევრული და პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება გვაქვს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიმართ. საქართველო განაგრძობს რუსეთთან კონსტრუქციულ დიალოგს და თავს არიდებს ყოველგვარ შესაძლო პროვოკაციას.

საქართველომ დაამტკიცა, რომ ის ერთგულად ემსახურება საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეს და ნამდვილად შესწევს უნარი საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42