ჩოხატაურში აღმაშენებლის ქუჩაზე აღმოჩენილ ბალონთან დაკავშირებით, საიდანაც ჯერჯერობით დაუდგენელი წარმოშობის ნივთიერებამ გაჟონა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ კომენტარი გააკეთა:
“ჯერ არ მაქვს ინფორმაცია, რომ ასეთი საგანგაშო ვითარებაა. ჯანდაცვის სამინისტრო და ჩვენი სამინისტრო უკვე ჩართულები არიან და მუშაობენ, დეტალებს შემდეგში მოგახსენებთ”, - განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.
შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურში აღმაშენებლის ქუჩაზე ბალონი იპოვეს, საიდანაც ჯერჯერობით დაუდგენელმა ნივთიერებამ გაჟონა.
გურიის გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსის, ნინო ლომჯარიას განცხადებით ბალონი ადგილობრივებმა იპოვეს. იმ ადგილზე, სადაც ბალონი იყო მოთავსებული ხეები გახმა, ადამაინები კი გულისრევის შეგრძნებას უჩივიან.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო ბრიგადა. ცდილობენ დაადგინონ, თუ რა ნივთიერება იყო ბალონში.
მასალის გამოყენების პირობები






