ყოფილი დისიდენტი მიიჩნევს, რომ ასოცირების ხელმოწერა არ არის ამ ხელისუფლების დამსახურება და ის იძულებული გახდა ამ პროცესში ჩართულიყო. თამარ ჩხეიძის თქმით, პრორუსული ქმედებები, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოში, გარკვეულწილად ხელისუფლების მიერ არის წახალისებული.
_ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება თავისთავად ეს არის ძალიან დადებითი ნაბიჯი და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვყნისთვის, თუმცა თავისთავად მარტო ეს ნაბიჯი არ იძლევა არაფრის გარანტიას, ამას სჭირდება შემდგომი სწორი პოლიტიკა და აგრეთვე ბევრია დამოკიდებული გლობალურ პროცესებზე, როგორ წარიმართება. თავისთავად რასაკვირველია, ძალიან სასიხარულოა და სხვათაშორის, ეს ფაქტი არათუ ამ ხელისუფლების დამსახურება არ არის, მან ვერ შეძლო ამის თავიდან აცილება, ისევე როგორც რუსეთმა და ამიტომ იძულებით ჩაერთო ამ პროცესში. ეს პროცესი მომზადდა წინა წლებში.
_ამ ფონზე გაღიზიანებულ რუსეთთან როგორ წარმოგიდგენიათ კეთილმეზობლური ურთიერთობა, რაზეც ქვეყნის ხელისუფლება აქცენტს ხშირად აკეთებს და უნდა ველოდოთ თუ არა რუსეთის ფედრაციიდან რაიმე პროვოკაციულ ნაბიჯებს მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე?
_რა თქმა უნდა უნდა ველოდოთ, მათ უკვე დაიწყეს მზადება და გამოაცხადეს, რომ ციხნვალში აპირებენ რეფერენდუმის ჩატარებას. სხვადათაშორის ძალიან სიმპტომატურია, რომ კვლავ ალაპარაკდა მამუკა არეშიძე ოკუპირებული ტერიტორიების ცნობის შესახებ და რატომღაც დაემთხვა ამ პერიოდს. როცა მან პირველად მოსინჯა ამის ნიადაგი და ეს თემა შემოაგდო, ვერ ისარგებლა წარმატებით და შეჩერდა. როგორც სჩანს ახალი რაუნდი იწყება და ახალი შეკვეთაა მიღებული.
_თქვენ პუტინის მეხუთე კოლონაც კი უწოდეთ მამუკა არეშიძეს, რომელიც ,,ქართული ოცნების“ კანიდატი იყო 2012 წლის არჩევნებში...
_დიახ, ასე ვუწოდე და ეს ადამიანები ზოგადად რუსეთისგან არიან წახალისებული და რასაკვრიველია ეს ხელისუფლება ღიად არა, მაგრამ რიგ შემთხვევაში ღიადაც ყოველნაირად ხელს უწყობს რუსულ პოლიტიკას. უბრალოდ ამას სხვა ახსნა არ აქვს. ეს არ არის თემა, რომელიც შეიძლება იყოს სადისკუსიო. შეიძლება დისკუსია სხვა თემებზე, მაგრამ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და ტერიტორიის აღიარება და იურიდიული გადაფორმება მოწინააღმდეგესთვის ეს თავისთავად სისხლის სამართლის დანაშაულია, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ამგვარად ეს არ უნდა იყოს დისკუსიის საგანი. მაგალითად რომ მოვიყვანოთ, მიუხედავად სიტყვის თავისუფლებისა, ხომ არ შეიძლება რომელიმე ორგანიზაციები შეიკრიბონ და სერიოზულად იმსჯელონ მკვლელობის ლეგალიზებაზე, რომ ვისაც ვინ უნდა, ის მოკლას... როგორც მკვლელობა არის დანაშაული და თავისთავად აღიარებული ბოროტება, ასევე არ შიეძლება დაშვება იმის, რომ მსჯელობა იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაღღვევაზე და თავად საქართველოს მიერ ამის აღიარება.
_რუსეთის თემის გაგრძელებაა იგივე აფხაზეთზე გამავალი რკინიგზა, რომელიც ძალიან აქტუალური გახდა ამ ბოლო პერიოდში. ხელისუფლება საუბრობს ეკონომიკურ სარგებლიანობაზე, ფიქრობთ თუ არა, ხომ საზოგადოება არ არის ხელისუფლებისგან ინფორმირბული თუ რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს აფხაზეთის მონაკვეთის რკინიგზის გახსნა. აქ დევს რუსეთის და სომხეთის ინტერესი... აქაც ნიადაგი ხომ არ მზადდება რუსული ინტერესების სასიკეთოდ?
_სხვათაშორის ჯერ კიდევ ხელისუფლებაშიც კი არ იყო მოსული ,,ქართული ოცნება“, როცა ივანიშვილმა დაიწყო ამ თემაზე საუაბრი და გამოხატა თავისი დადებითი დამოკიდებულება რკინიგზის გახსნისადმი. რკინიგზის გახსნის თემა არის ერთ-ერთი მაჩვენებელი და შემადგენელი ნაწილი პრორუსული პოლიტიკისა. უპირობოდ და სერიოზული ნაბიჯების გადადგმის გარეშე, როგორიც არის დეოკუპაცია, არავითარი კრინიგზის გახსნაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. ეს სულ მცირე ნიშნავს აფხაზეთის არაპირდაპირ აღიარებას და იმ ახალ რეალობასთან შეგუებას, როგორც რუსეთი მოგვიწოდებს. აქ თავისთავად დგება საკითხი - რკინიგზას ვინ გააკონტროლებს, ვისი იურისდიქციის ქვეშ იქნება და ა.შ. გარდა იმისა, რომ ეს სომხეთისა და უფრო მეტად, რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებშია. ყოვლად შეუძლებელია, რომ ამაზე საქართველო დათანხმდეს დეოკუპაციის გარეშე. დეოკუპაციის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აფხაზეთის მონაკვეთის რკინიგზა უნდა გაიხსნას, მაგრამ დეოკუპაციამდე ამაზე საუბარი ჩვეულებრივი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა.
მასალის გამოყენების პირობები






