საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე გამართული დისკუსიის შემდეგ განაცხადა, რომ არსებობს საერთაშორისო საზოგადოების მზადყოფნა, უელსში გამართულ ნატო-ს სამიტზე ხაზი გაესვას საქართველოს მიერ მიღწეულ საგრძნობ პროგრესს:
"დღევანდელი ჩვენი დისკუსია გაიმართა იმ კონტექსტში, რომ გუშინ საქართველომ ხელი მოაწერა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას. ეს კი მოგეხსენებათ, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო საქართველოსთვის ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტრუქტურების ინტეგრაციის გზაზე. რაც უფრო ვუახლოვდებით უელსის ნატო-ს სამიტს, მით უფრო გამოიკვეთება, რა ფორმით იქნება აღიარებული საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, როცა საქმე ეხება ნატო-ს წევრობისთვის აუცილებელი კრიტერიუმების დაკმაყოფილებას", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
მასალის გამოყენების პირობები






