ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუბომირ ზაორალეკმა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს გააჩნია დიდი მომავალი და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას:
“მე ვფიქრობ ეს არის გამოწვევა საქართველოსთვის, ვინაიდან ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველომ მთელ რიგ სფეროებში უნდა გაატაროს ეფექტური რეფორმები, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუციების მნიშვნელობის თვალსაზრისით, აგრეთვე ეკონომიკურ სფეროში.
თუ ეს უზარმაზარი სამუშაო წარმატებულად იქნება შესრულებული, თქვენი ქვეყანა მნიშვნელოვნად მიუახლოვდება ევროკავშირს. მე ვფიქრობ, რომ ეს ამავდროულად საქართველოს მიმზიდველობას გაცილებით გაზრდის, მაგ: უცხოელ ინვესტორებს. მე გახლდით ცოტა ხნის წინ საქართველოში და ვიცი, რომ მას ძალზე სჭირდება ინვესტორები. საქართველოს მიერ ნაწარმოები პროდუქცია მთელი რიგი ქვეყნებისთვის იქნება მიმზიდველი. ჩეხეთი მზადაა, დაეხმაროს ამაში თქვენს ქვეყანას. ვფიქრობ, რომ საქართველო ძალზე პერსპექტიული ქვეყანაა და ჩვენ გაგვაჩნია გამოცდილება. თუ ეს პროცესი იქნება წარმატებული საქართველო მხოლოდ მოგებაში დარჩება.
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გაგაჩნიათ დიდი მომავალი და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ”, - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






