ღარიბაშვილი: საბოლოო შედეგის მისაღწევად ჩვენ შეიძლება 5 წელი დაგვჭირდეს
პოლიტიკა - 11:35, 28 Jun, 2014     1360

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით, ქართველ ბიზნესმენებს მიეცემათ საუკეთესო შესაძლებლობა და გამოცდილება, გაყიდონ საკუთარი პროდუქცია ევროპაში. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „ბიბისი“-ს ეთერში ისაუბრა.

„აღფრთოვანებული ვარ, რადგან ეს ისტორიული დღეა, რადგან დღეს ჩვენ, ქართველებმა, ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, ეს არის ქვეყნის მნიშვნელოვანი გეგმა ევროინტეგრაციისა და მოდერნიზაციისათვის. ეს არის ჩვენი მთავრობისა და ხალხის გადაწყვეტილება, ეს არის ოცნება, რომელიც რეალობად იქცა.

საუკუნეების განმავლობაში ვცდილობდით, ვყოფილიყავით ახლოს ევროპასთან და სწორედ ამიტომ ქართველებისთვის ეს დიადი დღეა. ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის 500 მილიონიანი ბაზარი იხსნება.

ქართველ ბიზნესმენებს მიეცემათ საუკეთესო შესაძლებლობა და გამოცდილება, გაყიდონ საკუთარი პროდუქცია ევროპაში. მაშასადამე, ეს არის ძალიან დიდი გამოცდილება. ჩვენ ველოდებით, რომ ქვეყნის შიდა პროდუქტი 4,5%-ით გაიზრდება, გაიზრდება ექსპორტიც. ეს კი ქვეყნისთვის დიდი მოგების მომტანი იქნება. ეს რა თქმა უნდა არ მოხდება დღეს, ამას საკმაოდ დიდი მუშაობა სჭირდება. შედეგი თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ და რამდენად სწრაფად მოვახდენთ რეფორმების იმპლემენტაციას. საბოლოო შედეგის მისაღწევად ჩვენ შეიძლება 5 წელი დაგვჭირდეს, ან უფრო მეტიც, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენს მთავრობას აქვს მკაფიო გადაწყვეტილება ევროპული კურსის შესახებ და ევროინტეგრაციისკენ სვლა შეუქცევადი პროცესია. ეს არის ჩვენი გადაწყვტეილება, რომელსაც ქართველი ხალხი მხარს უჭერს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42