ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ექსპერტი ეკა ტყეშელაშვილი ეხმაურება. როგორც ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციაზე განუცხადა, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა არის პირველი ეტაპი საიმისოდ, რომ საქართველო სრულყოფილად დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს:
„ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ერთერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ეტაპია, მაგრამ ეტაპი მხოლოდ საიმისოდ, რომ საქართველოს სრულყოფილად დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, ეს საბოლოო ჯამში ნიშნავს იმას თუ რა ქვეყანაში ვიცხოვრებთ ჩვენ, როგორც საზოგადოება, რამდენად ხელშეუხებელი იქნება ჩვენი სუვერენიტეტი ისტორიულ პერსპექტივაში, რამდენად გარანტირებული იქნება ინდივიდუალური თავისუფლებები ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და რამდენად იქნება ჩვენი ეკონომიკა სტაბილურად მზარდი და ერთიანი ევროპული ბაზრის ნაწილი და არა პატარა პერიფერიაზე მყოფი ქვეყანა, რომელსაც მუდმივად საფრთხის ქვეშ უწევს ყოფნა იქიდან გამომდინარე, რომ მის ერთერთ დიდ მეზობელს არ მოსწონს მისი განვითარება და მისი სუვერენიტეტის ხელშეუხებლობა“, - განაცხადა ეკა ტყეშელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






