,,საქართველოს დღეს მართავს გაზპრომის მთავარი კერძო აქციონერი. რა კავშირი აქვს გაზპრომს პუტინთან ყველამ კარგად ვიცით, ამიტომ არის წყალქვეშა დინებები, რომელიც იწვევს ჩემს შეშფოთებას. ქართველ ხალხს არ მიუცია ხმა პუტინისთვის და ეს მთავრობამ და მათ შორის გაზპრომის მთავრმა აქციონერმა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, მან მისცა ხმა თავის მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც არ უნდა წარმატებული იყოს მთავრობა, ხალხი ცდილობს მისცეს ხმა ახალს, იქნებ ამან უფრო მეტი გაგვიკეთოს - ამ მოლოდინით.
როცა შენ ჩრდილოვანი კაბინეტიდან, გვერიდან მართავ, ეს არ არის ევროპული ტრადიციები. ჩვენ უნდა ვიყოთ მეზობლებთან კარგ ურთიერთობაში, რა თქმა უნდა. უკრაინის მთავრობამ შეამჩნია, რომ არ მიიღო გადამწყვეტ მომენტში საქართველოსგან მხარდაჭერა. მე მესმის მოტივაცია, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი, მაგრამ უკრაინელი ხალხის არგაღიზიანება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პუტინის, აზერბაიჯანთან ჩვენს მოკავშირესთან კარგი ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პუტინის კეთილგანწყობა, რომელიც ყოველთვის ყალბი იქნება.
ჩვენ დავუტოვეთ ახალ მთავრობას ის, რომ პრაქტიკულად დამოუკდებელი ვართ რუსეთისგან, ენერგეტიკულად, ჩვენ ვიყავით ბაზრისგან დამოუკიდებელი და ეს კი არ უნდა შევცვალოთ, არამედ ევროპული ბაზრის ათვისება უნდა გავაგრძელოთ. რუსეთი ყოველთვის დასჯის გაზპრომის მთავრობას, როცა რაღაც არ მოეწონება. ჩვენ დღეს, როგორც არასდროს, უნდა ვიყოთ კონსოლიდირებული“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






