მისი თქმით, მცდარია იმ პოლიტიკოსების გამონათქვამები, რომ საქართველო ევროკავშირთან დაახლოებით დათმობს ოკუპირებული ტერიტორიების მიერთების შესაძლებლობას.
,,მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ ასოცირების შეთანხმება მოიცავს მთელ საქართველოს კონსტიტუციურ ტერიტორიას, მათ შორის სეპარატისტულს, იმდენად რამდენადაც იქ მცხოვრები ადმაინები შეძლებენ ისარგებლონ ამ სიკეთით. ჩვენ ვისმენთ გამონათქვამებს პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ცდილობენ წარმოაჩინონ ის, რომ არჩევანი არის ან ან... ან საქართველო უნდა დაუახლოვდეს ევროკავშირს და ამით დათმოს გამოყოფილი ტეროტორიების შემოერთების სურვილი, ეს არის აბსოლუტურად მცდარი შეხედულება. სწორდ მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც საქართელოს ექნება რომ მიიზიდოს ეს ტერიტორიები და ხალხი, არის ის უპირატესობები, რომელსაც იძლევა ევროკავშირთან ასეთი დაახლოება. იმის განცხადება, რომ ეს ასე არ არის, ეს არის მცდელობა ხალხის შეცდომაში შეყვანის. საქართველომ უნდა მისდიოს იმ გზას, რომელიც აირჩია და იმედია ამ გზას მისდევენ საქართველოში, თუ ამას დათმობთ, რაღა უნდა უთხრათ ამ ადამიანებს?“, - აღნიშნა ფილიპ დიმიტროვმა.
მასალის გამოყენების პირობები






