„საქართველო - ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება, სავარაუდოდ, სექტემბრიდან ამოქმედდება“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
მისი განმარტებით, აღნიშნული ხელშეკრულება ქართველ მეწარმეებს საშუალებას მისცემს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გაიტანონ საკუთარი პროდუქტი ევროპის ბაზარზე.
„ჩვენ დღეიდან ვიწყებთ 24 სათიან მუშაობას. მთავრობა არის მოტივირებული, რომ ყველა ვალდებულება, რაც გვეკირსება, პირნათლად შევასრულოთ და მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის თითოეული დარგის მოდერნიზაცია. ეს უნდა იყოს ისეთი ქვეყანა, რომელზეც ოცნებობდნენ წინაპრები. ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ჰქვია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშკრულება, ეს არის უნიკალური საშუალება, რომ ჩვენმა მეწარმეებმა საკუთარი პროდუქტი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გაიტანონ ევროპის ბაზარზე. ევროპის ბაზარი დღეს ყველაზე დიდი ბაზარია და ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ ნულოვანი ტარიფის პირობებში გავყიდოთ ჩვენი პროდუქცია. ვფიქრობ ეს ხელშეკრულება სექტემბრიდან ამოქმედდება. მანამდე მოხდება ხელშეკრულების რატიფიცირება“, - განაცხადა ღარიბაშილმა.
კითხვაზე, ხომ არ დაკარგავს საქართველო ევროპული ბაზარის სანაცვლოდ რუსულ ბაზარს, პრემიერმა განაცხადა, რომ ამის საშიშროება არ არსებობს.
„ჩვენმა ხელისუფლებამ დაამტკიიცა, რომ ვართ კონსტრუქციული ხელისუფლება. სწორედ ამის შედეგია, რომ ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი. ხელისუფლებაში რომ არ მოსულიყო „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ჩვენ ამ დღეს არ ვიზემიმებდით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






