აშშ საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ულოცავს
პოლიტიკა - 19:56, 27 Jun, 2014     1523

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ულოცავს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ ქერის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ქერის თქმით, დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია აღმოსავლეთის პარტნიორობის ხსენებული ქვეყნების უფრო მჭიდრო ინტეგრაციისაკენ ევროკავშირში.

"ამ ხელშეკრულების მნიშვნელობა არ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ ის აკავშირებს ევროკავშირის აღმოსავლელ მეზობლებს ევროპის ერთიან ბაზართან და გზას უხსნის ახალ შესაძლებლობებს ვაჭრობისა და დახმარების კუთხით. დღეს მოლდოვამ, საქართველომ და უკრაინამ ხელმოწერით დაადასტურეს მზადყოფნა, განახორციელონ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და საკანონმდებლო რეფორმები, რომლებიც ამ ქვეყნებს გააძლიერებს და აქცევს უფრო სიცოცხლისუნარიან დემოკრატიულ სახელმწიფოებად.

ჩვენ კვლავაც ვუცხადებთ მხარდაჭერას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. გადაწყვეტილება ამ ქვეყნების მოქალაქეთა უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და მომავლის უზრუნველყოფის საუკეთესო გზის შესახებ უნდა მიიღონ თავად ამ სუვერენულმა სახელმწიფოებმა და არავინ სხვამ. ჩვენ მივესალმებით იმ დაუღალავ შრომასა და მიზანმიმართულობას, რომლებმაც აქამდე მოიყვანა ეს ქვეყნები. ჩვენ კვლავაც დავუდგებით მათ მხარში საკვანძო რეფორმების გატარებისა და აყვავებული, სტაბილური და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში", - ნათქვამია ჯონ ქერის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42