ეს თქვენი, საქართველოს ხალხის გამარჯვებაა, რომელიც მტრის ველურობამ ვერ შეცვალა - გივი თარგამაძე
სოც.მედია - 17:53, 27 Jun, 2014     1399
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ფაქტს ,,ფეისბუქის“ გვერდზე ეხმიანება.

,,დღეს ბევრი მოლოცვა მივიღე იმის ხაზგასმით, რომ ეს აღიარება ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენთაგანმა, მიხეილ სააკაშვილმა, თითოეულმა ლიდერმა და კიდევ უფრო, საოცრად კვალიფიციურმა დიპლომატთა გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა, დღე და ღამე გაასწორა, ყველა შესაძლებლობა გამოძებნა და გამოიყენა მიზნის მისაღწევად. მაგრამ ყველანი თქვენი, საქართველოს მოქალაქეების ურყევი გადაწყვეტილების აღმსრულებლები ვიყავით. დიახ, ეს თქვენი, საქართველოს ხალხის გამარჯვებაა. უდრეკი ნების გამარჯვებაა, რომელიც მძვინვარე მტრის ვერანაირმა ველურობამ ვერ შეცვალა.

დღეს ყაზანის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა მეცნიერული კომუნიზმის სპეციალისტმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, დღეიდან ყოველი ევროპელი ჩაიდებს თავში, რომ რაღაც საქართველო მისი ნაწილიაო. მან არ იცის, არ უნდა იცოდეს, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ არც ევროპელებისთვის და არც მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის საქართველო "რაღაც" აღარ ყოფილა. სწორად ვარდების რევოლუციის დროს მრავალსაუკუნოვანი მისწრაფების საბოლოოდ ერთიან და მკაფიო მოთხოვნად ჩამოყალიბებამ და ამ მოთხოვნის ომისა თუ სხვა გამოწვევების მიუხედავად უდრეკმა ერთგულებამ მოიტანა შედეგი. და ამიტომ გილოცავთ თქვენ, მადლობას მოგახსენებთ თქვენ და ისევ ბოლომდე გენდობით თქვენ მომავალ ბრძოლაში, რომელიც ამ საქმის ბოლომდე მიყვანას დაჭირდება.

ასოცირების ცელშეკრულების ხელმოწერით ევროპამ დაგვიდასტურა, რომ მზადაა, დიდი ოჯახის თანასწორ წევრად გვაღიაროს, თუ ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ დემოკრატიულ რეფორმებს. ხელშეკრულებას ხელი მოაწერა მთავრობამ, რომელსაც აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია, ან, საერთოდაც, სურს თუ არა, ძალზედ საეჭვოა. ამიტომ, ისევ თქვენ, საქართველოს მოქალაქეები ხართ ის ერთადერთი ძალა, რომელიც ან აიძულებს მთავრობას სწორი გზით სვლას, ან ისევე შეცვლით მას, როგორც ჩვენ შეგვცვალეთ შეცდომების გამო, მიუხედავად წარმატებებისა. ხანგრძლივი ზეიმის ფუფუნება საქართველოს არასდროს ჰქონია და ახლაც, მოქმედება ხვალიდანვეა დასაწყები. მთავრობის გამოფხიზლების უახლოესი საშუალება კი თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში არა კაცის კაცის, არა უნიათო მარიონეტის, არამედ ახალგაზრდა, ენერგიული, გამოცდილი, ქალაქის მკვიდრთა ნამდვილი პრობლემების მოგვარების რეალური პროექტებით აღჭურვილი ნიკა მელიას არჩევაა.

ასე რომ, გილოცავთ თქვენს გამარჯვებას და კვლავაც მზად ვართ თქვენი ნების აღსრულებაში მუხლჩაუხრელი შრომისთვის“, - წერს გივი თარგამაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42