ბაჩუკი ქარდავა: გილოცავთ!!!
სოც.მედია - 17:42, 27 Jun, 2014     2123
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ფაქტს ,,ფეისბუქის“ გვერდზე ეხმაურება და საქართელოს მოსახლეობას ამ დღეს ულოცავს:

,,ჰაველი ევროკავშირის შესახებ ამბობდა, რომ ევროპა არის ბრწყინვალე მოდელი იმისა, როგორ უნდა იცხოვრონ და იღვაწონ სხვადასხვა ერებმა ერთად კეთილდღეობისთვის, პროგრესისა და მშვიდობისათვის ისე, რომ ამ მიზანს მსხვერპლად არ შეეწიროს რომელიმე მათგანის იდენტობა. ის აგრეთვე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და მიანიშნებდა იმ ერების პასუხისმგებლობაზეც, რომლებიც ისწაფვიან ევროკავშირისკენ: ,,ევროკავშირის წევრობა მარტო გარკვეული უფლებებისა და სარგებლობის მოპოვებას კი არა, არამედ საერთო ევროპული პასუხისმგებლობის გაზიარებასაც ნიშნავს”. ამ კონტექსტში ის სამთავრობო სტრუქტურებზე, პარლამენტსა და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე უპირატეს მნიშვნელობას სამოქალაქო საზოგადოებას ანიჭებდა.

სწორედ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაა ჩვენი უმთავრესი გამოწვევა. ასეთ საზოგადოებას არ ახასიათებს ბოღმა, გადაჭარბებული ემოციურობა საერთო ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღების დროს, პირიქით, ის სოლიდარობის და რაციონალიზმის მაღალი ხარისხით ხასიათდება და შესაბამისად, ცხვრის ფარად ქცევისა და სიყალბეებზე წამოგების წინააღმდეგ, ძლიერი იმუნიტეტით გამოირჩევა.

ნატო ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტიაა, ევროპა ჩვენი მენტალიტეტი, ჩვენი სახლი, საიდანაც ისტორიის უკუღმართობამ მოგვწყვიტა; რუსეთი ჩვენი მტერი, რომელმაც ეკლესიები შეგვიკირა, ენის წართმევა სცადა და ულამაზესი მიწები წაგვართვა.

ბევრი ალაპარაკდა 27 ივნისის მნიშვნელობაზე და ფრთხილად, მაგრამ მაინც ცდილობენ ამ ისტორიული დღის ნეგატივად წარმოჩენას, განსაკუთრებით ეკონომიკური თემების ყალბი მანიპულაციით. მათ დიდ დროს ნამდვილად ვერ დავუთმობ და მოკლედ ვუპასუხებ - ტყუილად ირჯებით, მხოლოდ არ ვიცი, ვის საამებლად, უფრო სწორად, ვხვდები და ეს არ არის ქართველი ერი. სამოქალაქო საზოგადოება, რაც ევროპულობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია და ჩვენი მთავარი საზრუნავი, ქმნის თავისუფალ სივრცეს, კანონზე დაფუძნებულ სამართლიანობას, გამჭირვალე ეკონომიკას და თავისუფალ ბიზნეს, ეს ყველაფერი კი შესაბამისად აგროვებს დოვლათს.

ასე, რომ დღევანდელი დღე ამ გზაზე სიარულის უმნიშვნელოვანესი ეტაპია და მჯერა, თითქმის შეუქცევადი, რასაც გილოცავთ ყველას, უკლებლივ ყველას იმიტომ, რომ ყოველი ჩვენგანის შვილები იცხოვრებენ ევროპაში ანუ ენით, ტრადიციებით და ტერიტორიებით დაცულ თავისუფალ, ძლიერ და მდიდარ საქართველოში“, - წერს ბაჩუკი ქარდავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42