საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების გაფორმებას Le Temps-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ეხმაურება.
ექს-პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი დროთა განმავლობაში ასევე მოინდომებენ ევროკავშირთან მიერთებას და შეძლებენ კიდეც ამას.
„საქართველოში ხელისუფლებაში მოსული ოპოზიციაც კი შეუერთდა ჩემს ევროპულ კურსს. უკრაინაში ეს იდეა პოპულარული რუსულენოვან აღმოსავლეთშიც გახდა. პარადიგმა მთლიანად შეიცვალა. თუმცა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ხანგრძლივი და რთული იქნება. საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ბელორუსმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმაც უნდა გადადგან ევროკავშირის პარტნიორობისკენ ნაბიჯები. დროთა განმავლობაში ისინი ყველა ევროკაშირს შეურთდებიან“-განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






