„ის პირობა, რომ რუსეთი არ ჩაერეოდა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების პროცესში შესრულდა”, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების კონსტრუქციული პოლიტიკის შედეგია ის, რომ საქართველომ აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი გართულებების გარეშე მოაწერა.
“ჩვენი მთავრობის კონსტრუქციული პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს ჩვენ თავისუფლად მოვაწერეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან; ჩვენი კონსტრუქციული პოლიტიკის შედეგია ის, რომ რუსეთის ბაზარი ჩვენი პროდუქციისთვის გაიხსნა და ჩვენ ვნახეთ არაერთი თანმხვედრი კონტრუქციული ნაბიჯი რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. მინდა, მივესალმო მათ კონსტრუქციულ პოლიტიკას, ის პირობა, რომელიც საჯაროდ გაახმოვანეს, რომ არ ჩაერეოდნენ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების პროცესში, შესრულდა”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






