"მთავარია პროგრესი ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა ადეკვატურად შეაფასონ"
პოლიტიკა - 17:35, 27 Jun, 2014     1618

„მთავარია ქვეყნის სტაბილური განვითარება დანაკარგების გარეშე და მშვიდად მოხდეს და არ აქვს მნიშვნელობა, საქართველო MAP-ს თუ რაიმე უკეთესს მიიღებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღეს არსებული პროგრესი ადეკვატურად იყოს შეფასებული ნატო-ს წევრი ქვეყნების მხრიდან.

“მე ვარ კმაყოფილი იმ პროგრესით, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია და განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში და ჩემთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარი არის ის, რომ ეს პროგრესი იყოს ადეკვატურად შეფასებული და დაფასებული ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ. ჩვენ გვაქვს დაპირება, რომ ეს პროგრესი იქნება შეფასებული შესაბამისად რა თქმა უნდა, გათვალისწინებით ყველა იმ ფაქტორისა, რომელიც ჩვენს წინაშე არის და იმ გამოწვევებისა, რომელიც ამჟამად ჩვენს წინაშე არის. მე ვთვლი, რომ რაიმე წინასწარი მოლოდინების გაჩენა არასწორია. ჩვენი მთავრობა არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ წინასწარ გავუჩინოთ მოქალაქეებს რაიმე მოლოდინი არამედ, ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ ჩვენი სტაბილური განვითარება გავაგრძელოთ უმტკივნეულოდ, ყოველგვარი დანაკარგების გარეშე და მშვიდად. ეს არის მთავარი ამოცანა და ჩვენ ამისკენ მივისწრაფით. იქნება ეს MAP თუ უკეთესი, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ნატო-ს წევრი ქვეყნების საბოლოო გადაწყვეტილებაზე, რომელიც გახდება ცნობილი ძალიან მალე. ჯერ ყველაფერი წინ არის, ასე რომ, სჯობს, დაველოდოთ”, - განაცახდა ღარიბაშვილმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42