„იმ პრინციპებს, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებაშია ჩადებული, ნატო სრულად იზიარებს“, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
რასმუსენი მიიჩნევს, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანას შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს მნიშვნელოვნად გააღრმავებს.
“მივესალმები ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას, ევროკავშირსა და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის. ხელშეკრულების პუნქტები ხელს უწყობს ევროპაში თავისუფლების კონსოლიდაციას, სტაბილურობასა და განვითარებას. ასევე მჭიდრო თანამშრომლობის საშუალებას იძლევა კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის, სასამართლო რეფორმის განვითარებისთვის, კორუფციასთან ბრძოლისთვის, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და უფლებისა და თავისუფლების პატივისცემის უზრუნველყოფისთვის. ეს ის მიზნებია, რომელსაც ნატო იზიარებს და მხარს უჭერს, ამ ქვეყნებთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობისას”, – ნათქვამია ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






