„ასოცირების ხელშკრულება არის შანსი, რომ საქართველოს ეკონომიკა გახდეს ევროპული ეკონომიკის სერიოზული მონაწილე და მოთამაშე“, -ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრიუსელში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, შეთანხმების გაფორმება, საქართველოს ეკონომიკისთვის მიცემული უდიდესი შანსია, რაც განსაკუთრებით ქართველ მეწარმეებს მიეცათ.
"მინდა მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს ის დიდი წარმატება და უდიდესი შანსი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეძლევა ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით. მინდა ასევე განსაკუთრებით მივულოცო ეს დღე ქართველ მეწარმეებს, ვინაიდან ესაა შანსი, რომ საქართველოს ეკონომიკა გახდეს ევროპული ეკონომიკის სერიოზული მონაწილე და მოთამაშე. ეს არის ძალიან გრძელი გზა ქვეყნის მოდერნიზაციის და რეფორმების, ამავე დროს, ეს გზა არის პასუხისმგებლობით სავსე და ის იძლევა უდიდეს შანსს, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპის სრულუფლებიანი წევრი, ანუ თვითონ მოგვიწევს წლების განმავლობაში ძალიან მძიმე მუშაობა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






