უგულავა ასოცირების შეთანხმების გაფორმებას ქვეყნის ყოფილ მმართველებს ულოცავს
პოლიტიკა - 14:32, 27 Jun, 2014     1464

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორომებას საქართველოს ყველა ყოფილ მმართველს ულოცავს.

მისი თქმით, ასოცირების შეთანხმება დღევანდელ ხელისუფლებას „ზეციური მანანასავით დაეცა თავზე”.

„2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და სახელმწიფო დაწესებულებაზე აღიმართა ევროპის დროშა, მაშინ ბევრმა აღნიშნა, რომ ეს უტოპია იყო და რომ შეუძლებელია, საქართველო ჩამოყალიბდეს სრულფასოვან ევროპულ სახელმწიფოდ. გავიდა 10 წელი და ჩვენ დღეს ვაწერთ ხელს ასოცირების ხელშეკრულებას, რაც, პირველ რიგში, იმას ნიშნავს, რომ საქართველომ გაიარა გზაგასაყარი. საქართველომ უკვე გააკეთა არჩევანი და სხვა გზის შენაკადს აღარ დაადგება. ის დაადგება ერთადერთ გზას, ევროპისკენ მიმავალ გზას. მინდა, მივულოცო ეს დღე საქართველოს ყველა თაობის ხელმძღვანელს, ყველა პრეზიდენტს. მინდა, მივულოცო ეს დღე ზურაბ ჟვანიას, რომელმაც პირველად თქვა – მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი. მე მინდა, ეს დღე მივულოცო მიხეილ სააკაშვილს, ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევადრნაძეს და დღევანდელ მთავრობას, მიუხედავად ჩემი და ჩვენი დამოკიდებულებისა მათ მიმართ; მიუხედავად იმისა, რომ ერთგვარად ზეციური მანანასავით დაეცა ეს დიდი მისია მას თავზე, მინდა, ვუსურვო ხელისუფლებას, წარმატებით ზიდოს ეს მისია და საქართველო კიდევ უფრო დააახლოვოს ევროპულ ოჯახს. დიდი მადლობა იმ უსახელო გმირებს, რომელთა შრომასა და ჯაფაზე იდგა ის, რომ დღევანდელი დღე შემდგარიყო. მინდა, ვუსურვო წარმატება ჩვენს ქვეყანას ამ რთულ გზაზე, ეს გზა არ იქნება ადვილი, ეს იქნება რთული , მაგარმ ერთობლივი შრომით ამ გზას დავძლევთ და საქართველო დაბრუნდება იქ, სადაც არის მისი ადგილი– ერთიან ძლიერ ევროპაში“,–განაცხადა გიგი უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42