„დღეს მთელი ქვეყანა ზეიმობს, ხოლო ხვალიდან რეფორმების განხორციელება დაიწყება“, -ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხთა სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა განახორციელებს იმ რეფორმებს, რომელიც მოქალაქეების ცხოვრების დონეს განავითარებს.
“დღეს ყველა ზეიმობს, მთელი ქვეყანა. ეს არის ყველას ერთობლივი მიღწევა და ძალიან დიდი დასაწყისი იმ რეალიზებისა, რასაც ჰქვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. დღეს ვზეიმობთ, ხვალიდან ვიწყებთ რეალურად იმ რეფორმების განხორციელებას, რაც აუცილებლად გააუმჯობესესებს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონეს და ქვეყანას აქცევს რეალურად დემოკრატიულ და განვითარებულ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოდ“, - აღნიშნა პეტრიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






