ბევრი ჩვენი კანონი დაახლოებული იქნება ევროპულ კანონთან - წულუკიანი
პოლიტიკა - 13:45, 27 Jun, 2014     1622
ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად, იუსტიციის სამინისტროში სპეციალური დეპარტამენტი იქმნება.

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულიკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი დეპარტამენტი ევროპულ კანონებთან საქართველოს კანონების დაახლოებაზე იმუშავებს.

"მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო ყველა მოქალაქეს. ჩვენ ამ ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ ყველამ ერთად - ქართველებმა, აფხაზებმა, ოსემბა, ყველამ, ვინც ვართ საქართველოს შვილები. მთავარია, ჩვენ ახლა მოვინდომოთ და სარგებელი, რასაც ასოცირების შესახებ შეთანხმება გულისხმობს, დროულად მივიღოთ. ეს არის პირველ რიგში თავისუფლება, ევროპელ დონეზე ჩვენი დამოუკიდებლობის განმტკიცება. დღევანდელი დღე დასტურია სწორედ იმის, რომ ქართველი ხალხი არ იღლება საკუთარი დამოუკიდებლობის მშენებლობის საქმეში",-აღნიშნა წულუკიანმა.

მინისტრის განცხადებით, ეს ხელშეკრულება გულისხმობს ინდივიდის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, საქართველოს უსაფრთხოებას, ეკონომიკურ სიძლიერეს.

"მომავალში ამან უნდა მოიტანოს სოციალური კეთილდღეობა და ადამიანის უფლებების საბოლოო დაცვა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ის ღირებულება, რომლის გარშემოც ერთიანდებიან ევროკავშირის წევრები და, რომელიც ჩვენც დღეს ხელმოწერით დავადასტურეთ. ბევრი კანონი იქნება გასაუმჯობესებელი და დასაახლოებელი ევროპულ სტანდარტებთან, მათ შორის - სასამართლო სისტემაში.

ამისთვის იუსტიციის სამინისტროში ვქმნით სპეციალურ, ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტს, რომელიც იმუშავებს ევროკავშირში გაწევრიანებამდე ჩვენი კანონების ევროპასთან დაახლოების საკითხზე", - განაცხადა თეა წულუკიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42