ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას მსოფლიოს ლიდერები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.
"დღეს დიდი დღეა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. საქართველო, უკრაინა და მოლდოვა დღეს ხელს მოაწერენ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. მოგესალმებით პოლონეთიდან", - წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი.
ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე კი აღნიშნავს, რომ დღევანდელი დღე სამივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ფულე ამის შესახებ „ტვიტერში“ წერს.
"მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა უნიკალური გზაა მოდერნიზაციისთვის", - აღნიშნავს შტეფან ფულე.
ასოცირების შეთანხმების გაფორმებას ისტორიულს უწოდებს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ.
"საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმება ისტორიულია. ეს არის იმ გზის შედეგი, რომელიც 20 წელზე მეტის წინ დაიწყო", - წერს ჟოზე მანუელ ბაროზუ "ტვიტერზე".
მასალის გამოყენების პირობები






