ალასანია: უნდა შევავსოთ ის გარღვევა, რომელიც არსებობს გამოწვევებთან დაკავშირებით
პოლიტიკა - 10:12, 27 Jun, 2014     1234

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ბათუმში, თავდაცვის და უსაფრთხოების სამიტის გახსნისას განაცხადა, რომ ხელისუფლება აანალიზებს, რამდენად არის საერთაშორისო ღონისძიებები საკმარისი, რომ რუსეთი შეაჩეროს თავისი მიზნების მიღწევის გზაზე:

"დღევანდელი და ხვალინდელი განხილვები უნდა იყოს ბიძგის მიმცემი და ანალიტიკური მიმართულება უნდა მიიღოს იმ იდეების თუ როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი უსაფრთხოება იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც აწყდება მილიტარისტულ და ავანტიურისტულ რუსულ პოლიტიკას. ჩვენ უნდა ვიფიქროთ როგორ შევავსოთ ის წყვეტა, რომელიც არსებობს საფრთხის აღქმის თვალსაზრისით ძველსა და ახალ ევროპას შორის. ჩვენ უნდა შევავსოთ ის გარღვევა, რომელიც არსებობს გამოწვევებთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ვხედავთ ტრანსატლანტიკურ ერთიანობას იმ მოვლენებზე, რაც ხდება უკრაინაში. მაგრამ, ჩვენ ვაანალიზებთ რამდენად არის ეს ღონისძიებები საკმარისი, რომ რუსეთი შეაჩეროს, უფრო შორს, თავისი მიზნების მიღწევის გზაზე, რომელიც უეჭველია, რომ უახლოეს საზღვარგარეთში თავის გავლენის სფეროების აღდგენას ეხება.

ამან არ შეაჩერა ჩვენი პოლიტიკური სისტემის რეფორმება, იმაში დარწმუნება, რომ დემოკრატია არის ის სისტემა, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ აირჩია. ბოლო პერიოდში სამი არჩევნები ჩატარდა ქვეყანაში, რამაც დაამტკიცა, რომ საქართველოს საზოგადოება დემოკრატიულია თავისი ბუნებით. პირველად მოხდა დემოკრატიული არჩევნების შედეგად ხელისუფლების გადაცემა. დემოკრატიის მისწრაფება ასევე განსაზღვრულია ნატო-ს ოპერაციებში მონაწილეობა, რაც ჩვენ არმიას უფრო თავსებადს ხდის ნატო-ს ძალებთან. ცენტრალური აფრიკიის მისიაში მონაწილეობა იმას ამტკიცებს, რომ საქართველო ძალიან მტკიცედ დგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა ალასანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42